Logo

ეს გემრიელია

„პური, რომელიც არ ასუქებს - ნატა გაგუას რეცეპტი

„პური, რომელიც არ ასუქებს - ნატა გაგუას რეცეპტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გამომწერებს ხშირად უზიარებს დაბალკალორიული კერძების რეცეპტებს.

ამჯერად ნატა გაგუა რეცეპტს იმ მომხმარებლებისთვის აქვეყნებს, რომლებსაც წონის კონტროლი სურთ, მაგრამ პურზე უარის თქმა უჭირთ.

„პური, რომელიც არ ასუქებს? კი, ეს შესაძლებელია!

დაივიწყეთ მაღაზიის ცომეული - ეს რეცეპტი თქვენს წარმოდგენას შეცვლის პურზე! ფუმფულა, სასარგებლო და მხოლოდ 5 ინგრედიენტით. იდეალურია მათთვის, ვინც უფრთხილდება წონას ან უბრალოდ ჯანსაღი კვება უყვარს.

დაგჭირდებათ:

  • 1 თავი ახალი ბროკოლი
  • 3 კვერცხი
  • 1/2 ჭიქა წიწიბურას ფქვილი
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • გოგრის ან მზესუმზირის თესლები (მოსაყრელად)

მომზადების წესი:

1.მომზადება: ბროკოლი დაანაწევრეთ ყვავილებად და დააბლენდერეთ წვრილად (ნუ აქცევთ პიურედ, უბრალოდ დააქუცმაცეთ).

პური

2.შერევა: დაქუცმაცებულ მასას დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.

3.მასის მიღება: ყველაფერი კარგად აურიეთ (ან დააბლენდერეთ), სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

4.გამოცხობა: ჩაასხით ფორმაში, მოაყარეთ თესლები და აცხვეთ 180°C-ზე 45 წუთის განმავლობაში.

პური

სულ ეს არის! მიიღებთ უგემრიელეს, ვიტამინებით სავსე პურს, რომელიც ბავშვებსაც კი შეუყვარდებათ,“ - წერს ექიმი.

ავტორი: ზმნა

01/22/2026