Logo

რა არ უნდა გავაკეთოთ 40 წლის შემდეგ - ექიმი მარინე ძაგნიძის რჩევები

რა არ უნდა გავაკეთოთ 40 წლის შემდეგ - ექიმი მარინე ძაგნიძის რჩევები

09/07/2026

ტექსტის ზომა

40 წლის ასაკის შემდეგ, ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს.

ცხოვრების ამ ეტაპზე, მცირე მავნე ჩვევებსაც კი შეუძლია შეიძლება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა იქონიოს.

ექიმი მარინე ძაგნიძე გვიზიარებს ოქროს წესებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რას უნდა ვერიდოთ და რა პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ 40 წლის შემდეგ, რათა ენერგია, სილამაზე და სიცოცხლისუნარიანობა ხანგრძლივად შევინარჩუნოთ.

„40 წელი მშვენიერი ასაკია, მაგრამ ამ ასაკში საკუთარ თავს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. უნდა იცოდეთ, რის გაკეთება არ არის რეკომენდებული 40 წლის შემდეგ.

  • არ დალიოთ - ალკოჰოლი ანადგურებს ტვინს, გულს, ღვიძლს, უჯრედებს, ყველა ორგანოს.

დალევა

  • არ მოწიოთ – არც ნიკოტინი და არც ვაიპი. ესეც ტოქსიკურია და ანადგურებს ჩვენს უჯრედებს. ტოქსიკურია ფილტვისთვის, გულისთვის, ყველა ორგანოსთვის.

  • არ ჭამოთ ჩიფსები და პროცესირებული პროდუქტები.

  • არ დალიოთ შაქრიანი სასმელები.

ვარჯიში

  • არ იჯდეთ/არ იწვეთ – იმოძრავეთ მაქსიმალურად. ეს დაგეხმარებათ კუნთების შენარჩუნებაში. კუნთები იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი ძვალ-სახსროვანი სისტემა მყარად იყოს, დიდხანს ვიაროთ, დიდხანს ვიმოძრაოთ.
    შეგახსენებთ, სიკვდილიანობის დიდი პროცენტი მოდის დაცემაზე და დაცემის შედეგად გამოწვეულ გართულებებზე.

  • იგნორირება არ გაუკეთოთ უცნაურ სიმპტომებს თქვენს ორგანიზმში. თუ რამე ისეთი უცნაური აღმოაჩინეთ, რომელიც გრძელდება, დროზე აუცილებლად მიდით ექიმთან და ჩაიტარეთ გამოკვლევები.

ექიმი

  • არ გამოტოვოთ წლიური გამოკვლევები - წლიური მამოგრამა, კოლონოსკოპია, ექვს თვეში ერთხელ გაიკეთეთ სისხლის ანალიზები, გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი.
    ეს დაგეხმარებათ დაავადების წინასწარ დიაგნოსტირებაში და მათი გამოსავალი გაცილებით უფრო ადვილი და სწრაფი იქნება, ვიდრე გართულებულ შემთხვევაში.

  • ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას – ნუ იცხოვრებთ მაღალი არტერიული წნევით, აკონტროლეთ აგრეთვე შაქარი სისხლში.

წნევა

  • აირიდეთ ტოქსიკური ურთიერთობები.

  • და ბოლოს: დიაგნოსტირებისთვის არ გამოიყენოთ ChatGPT. თქვენი სიმპტომები მოუყევით ექიმს და დიაგნოზი დაგისვათ ექიმმა და არა ChatGPT-მ და ხელოვნურმა ინტელექტმა," - გვირჩევს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ექიმიმარინე ძაგნიძერჩევებისიმსივნე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026