Logo

რა არის მიმდინარე თვის თილისმა და როგორ გამოვიყენოთ ის?

რა არის მიმდინარე თვის თილისმა და როგორ გამოვიყენოთ ის?

01/05/2026

ტექსტის ზომა

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, დღევანდელი დღე ახალი თვის დასაწყისია. თვე 4 თევერვლამდე გაგრძელდება და ის მიწის ხარის პერიოდი იქნება.

ფენ შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გვირჩევს როგორ მოვიქცეთ იმისათვის, რომ მიმდინარე თვე წარმატებული იყოს.

„5 იანვრიდან 4 თებერვლამდე არის მიწის ხარის თვე.

თვის თილისმა გახლავთ პირამიდა. საუკეთესო მოვლენების გარანტი იქნება მთის კრისტალის პირამიდა.

დააყენეთ ის კომპიუტერისა და ტელეფონის ეკრანზე ფონად, ან დადგით სამუშაო მაგიდაზე.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ლითონის პირამიდაც.

პირამიდა

კლდის კრისტალს ნამდვილად ჯადოსნური, ჯანმრთელობის ხელშემწყობი თვისებები აქვს. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამსუბუქებს თავის ტკივილსა და უძილობას.

კლდის კრისტალი ეფექტურად ებრძვის ნეგატიურ ენერგიას და უზრუნველყოფს მისი მფლობელის ხანგრძლივ კეთილდღეობას, ასევე დეპრესიისა და ნევროზებისგან განთავისუფლებას.

კრისტალის პირამიდის ფორმა კი ძლიერი გენერატორია, რომელსაც შეუძლია ადამიანის ენერგიის ნორმალიზება და გარემოზე სასარგებლო გავლენის მოხდენა.

კლდის კრისტალის პირამიდა გამორიცხავს კომპიუტერებიდან და ტელევიზორებიდან უარყოფით გამოსხივებას, ამცირებს გამოსხივების დონეს და ანადგურებს გეოპათოგენურ ზონებს,“ - ამბობს ფენ შუის სპეციალისტი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ეკა კვარაცხელიაკრისტალიპირამიდასიმბოლო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026