Logo

ჯანმრთელობა

რა არის კატარაქტა და როგორ ხდება მისი მკურნალობა?

რა არის კატარაქტა და როგორ ხდება მისი მკურნალობა?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კატარაქტა თვალის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება თვალის ბროლის შემღვრევა, რის გამოც მხედველობა უარესდება, ხდება ბუნდოვანი, არამკვეთრი და საბოლოოდ შესაძლოა მხედველობის სრული დაკარგვაც გამოიწვიოს.

პაციენტები ხშირად აღწერენ მდგომარეობას ისე, თითქოს ადამიანი მუდმივად დაბურული მინის მიღმა უყურებს სამყაროს.

რა ხდება ძირითად შემთხვევებში კატარაქტის გამომწვევი მიზეზი, როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მისი მკურნალობა?

ამ კითხვებით ZMNA.GE მედიცინის დოქტორი ოფთალმოქირურგ ანა დვალიშვილს დაკავშირდა.

ანა დვალიშვილი:

"როცა ჩვენი ბუნებრივი ლინზა კარგავს გამჭვირვალობას. ადამიანი იწყებს ბუნდოვნად ხედვას. თითქოს მუდმივად დაბურული მინის მიღმა უყურებს სამყაროს.

კატარაქტა

მიზეზები მრავალფეროვანია. ეს გახლავთ ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, სტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა და შესაძლოა კატარაქტის მიზეზი თვალის ტრავმაც იყოს.

კატარაქტა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, რადგან მხედველობის დაქვეითების ძირითად მიზეზს მოსახლეობაში, რომელთა ასაკიც აღემატება 50 წელს, სწორედ ბროლის შემღვრევა წარმოადგენს.

ბროლი თვალის ოპტიკური ნაწილია, რომელიც მონაწილეობს მხედველობის ფორმირებაში და მისი ძირითადი ფუნქცია არის სინათლის გატარება და გარდატეხა.

ნივთიერებათა ცვლისა და ასაკობრივი ცვლილებების გამო, ბროლი ისეთი გამჭვირვალე აღარ არის, კარგავს გარდატეხის უნარს. შესაბამისად მხედველობის ხარისხი და სიმახვილე ქვეითდება. ე.ი. კატარაქტა არის ბროლის შემღვრევა, რომელიც უმეტესად ასოცირებულია ასაკობრივ ცვლილებებთან. თუმცა ასაკობრივი ცვლილებების გარდა, არსებობს დაავადების სხვა ტრიგერებიც.

არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი კატარაქტა. თანდაყოლილია კატარაქტა, რომელიც ძირითადად განპირობებულია ორსულობისას დედის მიერ გადატანილი სხვადასხვა ინფექციებით ან დაკავშირებულია სხვადასხვა გენეტიკურ პათოლოგიებთან. თანდაყოლილი კატარაქტის დიაგნოსტირება ხდება დაბადებისთანავე. ბავშვის ოფთალმოლოგიური სტატუსის შემოწმებისას.

კატარაქტა

რაც შეეხება შეძენილ კატარაქტას, მისის ყველაზე ხშირი მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ ასაკობრივი ცვლილებებია, თუმცა ამის გარდა შესაძლოა განვითარდეს ტრავმით გამოწვეული ან მედიკამენტური საშუალებით გამოწვეული კატარაქტა. მაგალითად, როცა ადამიანს აქვს როცა ავტოიმუნური დაავადებები, ან როცა დიდი დოზებით ვიყენებთ სხვადასხვა ჰორმონებს. კატარაქტა შეიძლება დააჩქაროს თვალზე სხვადასხვა პრეპარატების რეგულარულმა გამოყენებამ.

ნაადრევად კატარაქტის წარმოქმნის გამოწვევა შეუძლია ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით მიმდინარე დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ასევე თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა? კატარაქტის სიმპტომებიდან აღსანიშნავია მხედველობის დაქვეითება. თავდაპირველად ახლოს ხედვისას მხედველობის დაქვეითება. მაგალითად პაციენტს დაუნიშნეს სათვალე და 3-4 თვის შემდეგ ახალი ზომის სათვალე სჭირდება. ასევე პაციენტი ამჩნევს, რომ ახლო ხედვის სათვალესთან ერთად უკვე შორს ხედვის სათვალეც სჭირდება და იძულებულია ორ სათვალეზე გადავიდეს.

სათვალე

მოკლედ, კატარაქტის ძირითადი სიმპტომი მხედველობის დაქვეითებაა.

ასევე საყურადღებოა მხედველობის ხარისხის ცვლილება. როცა ფერები ისეთი მკვეთრი აღარ არის და მხედველობა ბუნდოვანი ხდება. ერთ-ერთი სიმპტომია მხედველობის გაორების შეგრძნება - როცა პაციენტი შორს ხედავს ობიექტს, მაგრამ თითქოს ორად ჩანს. იმიტომ რომ მხედველობის სიმახვილე არის დაქვეითებული.

რაც შეხება კატარაქტის მკურნალობას, ამ შემთხვევაში წვეთები, მედიკამენტები აბები, წვეთები ინიექციური მკურნალობა უშედეგოა. ერთადერთი ეფექტური მკურნალობა კატარაქტის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაა. რაც გულისხმობს ბუნებრივი ბროლის ამოღებას და ახალი ხელოვნური ბროლის ჩანერგვას.

კატარაქტა

ქირურგიული ჩარევის შედეგი ძალიან ეფექტურია. კატარაქტის ოპერაცია გრძელდება 5-დან 15 წუთამდე კატარაქტის სიმწიფის ხარისხის მიხედვით.

ოპერაცია უმეტეს შემთხვევებში არ საჭიროებს ზოგად ბალანსირებულ ანესთეზიას. ანუ ნარკოზს. გაუტკივარება ხდება ადგილობრივად. არ საჭიროებს არც განსაკუთრებულ სპეციალურ მომზადებას. კეთდება ძალიან პატარა დაახლოებით 3 მმ-ამდე ზომის განაკვეთი. და პაციენტი ქირურგიული ჩარების შემდეგ 15-20 წუთში ეწერება სახლში.

კატარაქტის ოპერაცია საკმაოდ მარტივი ოპერაციაა. შედარებით რთულია შემდეგი საფეხური ანუ რეაბილიტაცია. ქირურგები განსაკუთრებით განვიცდით, თუ როგორ მოუვლის პაციენტი თვალს ოპერაციის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციიდან პირველი ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში, არ მოხდეს თვალის დაბინძურება.

მოკლედ რომ ვთქვათ, კატარაქტის ოპერაცია არის პროცედურა, რომელიც შემთხვევების ასივე პროცენტში განკურნებით სრულდება. ამიტომაც რჩება ის ქირურგებისა და პაციენტებისათვის ერთ-ერთ საყვარელ ოპერაციად.

ავტორი: ზმნა

12/10/2025

თვალის დაავადებებიკატარაქტაოფთალმოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024