სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სოსისების, ძეხვების, ქათმის ნაგეთსებისა და სხვა ნახევარფაბრიკატების შემადგენლობაში ხშირად გვხვდება ინგრედიენტი - მექანიკურად განცალკევებული ქათმის ხორცი.
რა არის მექანიკურად განცალკევებული ხორცი და რა საფრთხეებს შეიცავს ის?
ამ კითხვებზე zmna.ge-ს სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა უპასუხა.
ირაკლი არაბული:
„მექანიკურად განცალკევებული ხორცი ბევრ პროდუქტში გვხვდება. ზოგჯერ მომხმარებელს ჰგონია, რომ ხორცი გამოაცალკევეს, მაგრამ ეს ასე არ არის.

ეს პროდუქტი არის ქათამი, რომელსაც ღირებული ნაწილები ფრთა, ბარკალი, ფილე მოსცილდა და დარჩა ძვლები, კანი და ნარჩენები. ეს ნარჩენები გადამუშავდება, მიიღება პსატისებური მასა და ესა მასაა მექანიკურად განცალკევებული ხორცი, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა პროდუქტში ვხვდებით.
მექანიკურად განცალკევებული ხორცის გამოყენება აკრძალული არ არის. მას სურსათის წარმოებაში იყენებენ როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში. უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა ინგრედიენტებით არის შექმნილი ის, რასაც შეიძენს და მიირთმევს.
მექანიკურად განცალკევებული ქათმის ხორცი არის დღესდღეობით ბაზარზე არსებული ერთ-ერთ ყველაზე იაფი ინგრედიენტი, რომელიც ძეხვების და გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოებაში გამოიყენება.

ეს იაფი ინგრედიენტი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიშია, რადგან ძალიან დაქუცმაცებულია, შენახვის ვადაც 90 დღემდე აქვს და მას სჭირდება აუცილებლად დანამატი ნატრიუმის ნიტრიტი, რომელიც აუცილებლად ემატება მას რომ რაიმე ბაქტერია არ გამრავლდეს და ფერი შეინარჩუნოს.
ძეხვების შემადგენლობაში ეს ნატრიუმის ნიტრიტი, ძირითადად აქედან ხვდება."
02/09/2026