Logo

ჯანმრთელობა

რა არის შემოდგომის დეპრესია და როგორ ვებრძოლოთ მას

რა არის შემოდგომის დეპრესია და როგორ ვებრძოლოთ მას

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

შემოდგომის დეპრესია, მოწყენა და მელანქოლია ბუნებრივი ცვლილებაა ჩვენში.

მზის ნაკლებობა ამცირებს სეროტონინისა და მელატონინის გამომუშავებას, ჰორმონებს, რომლებიც განწყობასა და ბიორიტმს არეგულირებს.

სეზონების ცვლასთან ერთად, ორგანიზმის ბიოლოგიური „გადაწყობა“ ხდება. იცვლება იმუნიტეტი და ენერგიის დონე.

შემოდგომის აპათიას ბიორიტმების ბუნებრივი ცვლა იწვევს - შემოკლებული დღე, შეცვლილი ამინდი და მოდუნება...

აპათიის მიზეზად სპეციალისტები ორგანიზმში ვიტამინების ან მიკროელემენტების ნაკლებობასაც ასახელებს. ვიტამინი B12-ის ან B9-ის ნაკლებობის დროს შეიძლება განვითარდეს ანემია - ჟანგბადოვანი შიმშილი.

შემოდგომის სევდის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონები. ჰორმონალური დარღვევების გამო ხშირად შეიძლება სევდიანი განწყობა დაგეუფლოთ. იმისათვის, რომ დავადასტუროთ ან უარვყოთ ეს პრობლემა, საჭიროა ჰორმონალური კვლევების ჩატარება.

შემოდგომა

მაგრამ თუ ანალიზებმა გაჩვენათ, რომ ჯანმრთელი ხართ და თქვენს დეპრესიას ფიზიკური მიზეზები არ აქვს, ე.ი. მთელი საქმე ცხოვრების არასწორ წესშია. და ამ პრობლემის მოგვარება მარტივია.

მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა არა მარტო დარბაზში სავარჯიშოდ წასვლა, არამედ ჰაერზე ფეხით მეტი სიარული. თუნდაც სამსახურში წასვლა–მოსვლა. სწორედ მეტი მოძრაობა აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსსაც და თქვენი დეპრესიაც უკვალოდ გაქრება.

შემოდგომა

მელანქოლია და სევდა თავისთავად გადის, როგორც წესი, რამდენიმე კვირაში. საჭიროა ჯანსაღი ძილი, სუფთა ჰაერზე ყოფნა, მოძრაობა და საკუთარ თავზე ზრუნვა.

შემოდგომის სევდა ბუნებრივი რეაქციაა სეზონის ცვლილებაზე. მაგრამ თუ ეს სევდა გრძელდება და მძიმდება, უკვე სერიოზული სიგნალია და თქვენ სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

ავტორი: ზმნა

11/24/2025