ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ტარო 78 კარტისგან შემდგარი ბანქოს დასტაა, რომელსაც თანამედროვე სამყაროში მკითხაობისა და წინასწარმეტყველებისათვის იყენებენ და მას საიდუმლო ცოდნასა და იდუმალ საქმიანობას უკავშირებენ.

ტაროს წარმოშობისა და განვითარების ისტორია ბურუსითაა მოცული, თუმცა, არსებობს უამრავი ვერსია.
ზოგი ვერსიით ტარო ეგვიპტეში წარმოიშვა, ზოგი ვერსიით – იტალიაში, ზოგი ვერსიის თანახმად კი – საფრანგეთში. ზოგიერთი ისტორიკოსი ამ უჩვეულო დასტის პოპულარიზაციას ბოშებს მიაწერს, თუმცა, სხვები აღნიშნულ აზრს კატეგორიულად უარყოფენ.
არსებობს ლეგენდა, რომ ძველ ეგვიპტეში იყო ტაძარი, რომელსაც 22 ოთახი ჰქონდა და ამ ოთახებში გამოსახული იყო ფრესკები და სწორედ ამ ფრესკებს ასახავს ტაროს 22 მაღალი არკანის ილუსტრაციები. თუ ამ ლეგენდას გავითვალისწინებთ მაშინ ტარო ძველეგვიპტური მკვდართა წიგნიდან წარმოიშვა. იმ პერიოდში ნამდვილად ხატავდნენ ტაძრებში ფრესკებს.

ანალოგიური დამოკიდებულება არსებობს თავად სახელის – “ტარო” – წარმოშობის შესახებაც. ნაწილი თვლის, რომ ის შეიძლება იყოს ძველეგვიპტური სიტყვებისგან (“Tar – გზა” და “Ro – ფარაონი”) მიღებული სახელწოდება, რომელიც განიმარტება, როგორც “სამეფო გზა”.
დღეს მრავალნაირი ტაროს კარტები არსებობს და თითოეულ განსხვავებული დიზაინი და გაფორმება აქვს, თუმცა ყველა დასტა ერთი პრინციპისაა და ძირითადი მნიშვნელობა უცვლელია.
ტაროს კლასიკური დასტა სიმბოლოებითაა დატვირთული და მასში მოქცეულია მთელი სამყაროს სიბრძნე. დასტა 78 ბანქოს ქაღალდისაგან შედგება, რომელთაგან 22 – ძველი არკანი, ყველა დანარჩენი კი – ახალი არკანია.
ძველი არკანის ნაკრები – კარმული დატვირთვის ბანქოა და 22 ღვთაებას, მათ ფსიქოტიპს აერთიანებს. ისინი დასტაში განსაკუთრებული და გამორჩეული მნიშვნელობის მატარებლები არიან.

ეზოთერიკოსები მათ არამარტო ტაროლოგიაში, არამედ სხვადასხვა მაგიურ მიმდინარეობებში წარმატებით იყენებენ. ითვლება რომ, სწორედ ამ 22 არკანში არის მოთავსებული მაღალი ცივილიზაციების სიბრძნე. ეს 22 არკანი ასახავს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს, ასევე ეს 22ვ არკანი ასოცირდება ივრითის ანბანის 22 ასოსთან, აპოკალიფსის 22 თავთან, მას ასევე უკავშირდება 12 ზოდიაქო + 10 პლანეტა.
მიჩნეულია, რომ მაღალი არკანები ფარავენ სხვადასხვა საიდუმლოებებს, რომელთა ამოხსნაც ყველას არ შეუძლია.
ეს არის დაფარული ფილოსოფია, რომლის შეცნობაც მოითხოვს წლებს და ზოგჯერ – მთელ ცხოვრებასაც.
ტაროს დაბალი არკანების რაოდენობა 56-ია. ისინი იყოფიან 4 სახეობად – კვერთხები, პენტაკლები, ხმლები და თასები, რომლებიც შეესაბამებიან შესაბამის სტიქიებს.

კვერთხები უკავშირდება ცეცხლის სტიქიას
პენტაკლების– მიწის სტიქიას
ხმლები – ჰაერის სტიქიას
ხოლო თასები – წყლის სტიქიას
აღნიშნული სტიქიების გავლენა შესანიშნავად იგრძნობა არკანების სახეობებში. გარდა ამისა, დაბალი არკანები პირობითად 2 ნაწილადაც შეიძლება დაიყოს – ნუმერაციულად და ფიგურალურად.
ნუმერაციული ნაწილი მოიცავს არკანებს ტუზიდან 10-ის ჩათვლით, ხოლო ფიგურალური აერთიანებს პაჟებს, რაინდებს, დედოფლებს და მეფეებს.
ტაროს კარტზე გამოსახულ თითოეულ ფიგურას თვაისი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ტაროს წინასწარმეტყველების დანახვა, ყველას როდი შეუძლია.
ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ტაროს ბარათების წაკითხვა, ტაროს წამკითხველები არიან. ისინი ბარათებზე ინტელექტით მუშაობენ და მათში კითხვაზე პასუხს ეძებენ.
ტაროლოგები თვლიან, რომ ბარათები ძალას მხოლოდ იმ ოსტატის ხელში იძენენ, რომელიც წლების განმავლობაში აუმჯობესებს თავის უნარებს.

ისინი აფრთხილებენ დაინტერესებულ პირებს, რომ ტარო უსაფრთხო არ არის და მისი გამოყენება მხოლოდ მათთვის შეიძლება, ვინც მკაცრად იცავს ტაროს გამოყენების წესებს და უსაფრთხოების გარკვეულ ზომებს.
10/20/2025