Logo

ჯანმრთელობა

რა არის თრომბოზი და როგორ ავიცილოთ თავიდან? - ექიმი კოტე თოდუა გვირჩევს

რა არის თრომბოზი და როგორ ავიცილოთ თავიდან? - ექიმი კოტე თოდუა გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად გვსმენია ფრაზები სისხლის "გათხელებასა" და "გასქელებასთან" დაკავშირებით, თუმცა რეალურად ბევრმა არ იცის, თუ რა იმალება ამ სიტყვების მიღმა და რა საფრთხეს უქადის ჩვენს სიცოცხლეს ორგანიზმში ჩუმად ჩამოყალიბებული თრომბი.

გთავაზობთ იუტუბერი ექიმის, კოტე თოდუას განმარტებას იმის შესახებ, თუ რა არის თრომბოზი სინამდვილეში, როგორ ამოვიცნოთ მისი პირველი ნიშნები და რა პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო უეცარი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

კოტე თოდუა


" როცა ხალხი თრომბზე საუბრობს, ძირითადად გულისხმობენ, რომ სისხლი სქელია და მას სჭირდება გათხელება... მე დღეს გეტყვით სინამდვილეში რა არის თრომბი, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ თრომბის მომატებული რისკი გვაქვს და როგორ დავიცვათ თავი.


სისხლის გათხელება ან გასქელება ყველას გაუგია, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. პრობლემა არის თრომბი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ჩუმად და ერთ დღეს წავიდეს ფილტვების, ტვინის ან გულის მიმართულებით.

თრომბი არის სისხლის შედედებული მასა, რომელიც ნორმალურ სიტუაციაში გვიცავს. მაგალითად, როცა ხელი გაგეჭრება, სისხლი უნდა შედედდეს, რომ სისხლდენით არ მოკვდეს ადამიანი. მაგრამ პრობლემა იწყება იქ, როცა სისხლი შედედდება იქ, სადაც არ უნდა შედედდეს, ანუ თრომბი ჩნდება სისხლძარღვებში და კეტავს სისხლძარღვის სანათურს.

ეს პროცესი სისხლის დინების შეწყვეტას იწვევს.

თრომბოზი

სისხლი აუცილებელია იმისთვის, რომ ქსოვილები იკვებოს და თუ სადმე სისხლი ვეღარ მიედინება, ის ქსოვილი კვდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქსოვილი გულია, ფილტვი ან ტვინი, მაშინ ყველაფერი შეიძლება დასრულდეს ძალიან ცუდად.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე საშიში სცენარი არის როცა თრომბი ჩნდება ღრმა ვენებში - ფეხებში. ფეხებში ჩნდება თრომბი და შემდეგ ის მოწყდება და მიემართება ფილტვისკენ და იქ შეიძლება გაიჭედოს ფილტვის არტერიაში, ამას ფილტვის ემბოლია ჰქვია...

ეს უკვე სასწრაფო გადაუდებელი მდგომარეობაა, რადგან ფილტვებში სისხლი როცა ვერ გადის ნორმალურად, ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ხოლო მანამდე ვითარდება სიმპტომები: უეცარი ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, გონების დაკარგვა, ზოგჯერ სისხლიანი ხველაც კი.
და ეს არის ღრმა ვენების თრომბოზით გამოწვეული სიმპტომები,“ - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

07/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024