Logo

ჯანმრთელობა

რა არის ცნობილი ჰანტავირუსზე - მღრღნელებისგან კრუიზზე გამოწვეული ეპიდაფეთქების შესახებ

რა არის ცნობილი ჰანტავირუსზე - მღრღნელებისგან კრუიზზე გამოწვეული ეპიდაფეთქების შესახებ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან მყოფ საკრუიზო ლაინერ MV Hondius-ზე დაფიქსირებულ ჰანტავირუსის შემთხვევებს სწავლობს. სპეციალისტების ყურადღების ცენტრში ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შესაძლო ფაქტია. ტრადიციულად, ეს ინფექცია ძირითადად ინფიცირებულ მღრღნელებთან (მათ შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან) კონტაქტით ვრცელდება. თუმცა, ვინაიდან გემზე სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმეს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, ჯანმო პრევენციის მიზნით ვირუსის გავრცელების სწორედ ამ გზას შეისწავლის.

საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა ჰანტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა გაააქტიურა.

ვირუსის ადამიანისგან ადამიანზე გადადება იშვიათია და მსოფლიო საზოგადოებისთვის რისკი ამ ეტაპზე დაბალია, თუმცა პრობლემას დაავადების სიმძიმე წარმოადგენს.

დღეისათვის ჰანტავირუსის სპეციფიკური სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს. ინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობა სწრაფად რთულდება, სწორედ ამიტომ, პრევენციის ერთადერთ საიმედო გზად ვაქცინის შექმნა რჩება.

ამ გამოწვევის საპასუხოდ ჩამოყალიბდა გლობალური კონსორციუმი, რომელშიც სამი სხვადასხვა კონტინენტის მეცნიერები არიან გაერთიანებულნი.

ჰანტავირუსი

ფაქტთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას, ფეისბუქზე, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აფიქსირებს.

"ბევრი შეკითხვაა ჰანტავირუსთან დაკავშირებით კრუიზზე მომხდარი ეპიდაფეთქების და ლეტალური შემთხვევების გამო.
კრუიზმა MV Hondius მოგზაურობა დაიწყო არგენტინიდან და მასზე მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.
ჰანტავირუსით ინფიცირებული მგზავრებიდან 3 გარდაიცვალა (ორი ჰოლანდიელი და ერთი გერმანელი), რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ათეულობით მგზავრმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დატოვა გემი და შესაბამისად, ამ ქვეყნებში ამ ადამიანებზე ზედამხედველობა გახდა საჭირო.
ჰანტავირუსები მღრღნელების მიერ გავრცელებული ვირუსების ჯგუფია, რომლებსაც ადამიანებში მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ადამიანები, როგორც წესი, ინფიცირდებიან ინფიცირებულ მღრღნელებთან, ძირითადად, მათ ბიოლოგიურ სითხეებთან (შარდი, ფეკალიები, ნერწყვი) კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი ხანგრძლივია, შეიძლება 8 კვირამდე გაგრძელდეს.
ლეტალობის მაჩვენებელი 20-50%-ია. ჰანტავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) — მძიმე რესპირატორული დაავადება, რომლის დროსაც ლეტალობის მაჩვენებელი 50%-მდე აღწევს. ჰანტავირუსის კიდევ ერთი გართულებაა ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS).
ჰანტავირუსების ერთ-ერთი ქვეტიპი (Andes virus) შეიძლება ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს. ეს ქვეტიპი არგენტინაში ცირკულირებს და რადგან კრუიზმა სტარტი სწორედ არგენტინაში აიღო, ეს შემთხვევაც ამ ქვეტიპით არის გამოწვეული.
ჰანტა არ არის ახალი ვირუსი. შემთხვევები ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა კონტინენტზე. ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ამ ინფექციის მიმართ და საყოველთაო შეშფოთება, სწორედ კრუიზის ეპიდაფეთქებამ გამოიწვია" - წერს ექიმი ფეისბუქზე.





ავტორი: ზმნა

05/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024