Logo

რა ასაკიდან შეიძლება გაასინჯოთ პატარას მარწყვი? - თამარ ობგაიძე გვირჩევს

რა ასაკიდან შეიძლება გაასინჯოთ პატარას მარწყვი? - თამარ ობგაიძე გვირჩევს

06/18/2026

ტექსტის ზომა

მარწყვი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და არომატული კენკრაა. თუმცა, მშობლები პატარების რაციონში მარწყვის ჩართვისგან ზოგჯერ თავს იკავებენ, რადგან ხშირად გვესმის ინფორმაცია პროდუქტის ალერგიულობის შესახებ.


სინამდვილეში მარწყვი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. პედიატრი, თამარ ობგაიძე, დეტალურად განმარტავს, რატომ არის მარწყვი ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვის ორგანიზმისთვის, რა ნივთიერებებს შეიცავს ის და რა ასაკიდან არის რეკომენდებული მისი ჩართვა ბავშვთა კვებაში.

თამარ ობგაიძე

"რომელი ასაკიდან შეიძლება ჩავრთოთ მარწყვი ბავშვის კვების რაციონში? მოდი, ჯერ განვიხილოთ, თუ რისგან შედგება ეს პროდუქტი. მისი მთავარი კომპონენტები ეს არის: წყალი, ნახშირწყლები და საკვები ბოჭკოები. რაც შეეხება მიკრონუტრიენტებს, ის მდიდარია C ვიტამინით, ფოლატებით, K ვიტამინით, B6 ვიტამინით. მნიშვნელოვანია მაგნიუმის შემცველობა, ასევე კალიუმის შემცველობა და ასევე მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც წარმოადგენენ ანტიოქსიდანტებს. გაინტერესებთ რას აკეთებს მთელი ეს კრებული?

მარწყვი

ეს შემადგენლობა უზრუნველყოფს ბავშვს ენერგიით. აუცილებელია იმუნური სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის. უზრუნველყოფს ელექტროლიტური ბალანსის მოწესრიგებას, რკინის შეწოვას და ზოგადად, უჯრედების დაცვას. მარწყვი, ბუნებრივია, ბავშვს სიფრთხილით უნდა მივცეთ. თავდაპირველად სასურველია მცირე ულუფა გავასინჯოთ. ალერგიის შემთხვევაში კი რა თქმა უნდა, მისი მიღება უნდა შეწყვიტოთ.
მარწყვის ჩართვა ბავშვის კვების რაციონში, 6-8 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი," - გვირჩევს პედიატრი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026