ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მანდარინი ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილი ხდება, თუმცა ბევრ მშობელს აინტერესებს, როდის არის უსაფრთხო მისი ჩართვა ბავშვის კვებაში, იწვევს თუ არა ეს ციტრუსი ალერგიას და რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ის?
ექიმი თამარ ობგაიძე დეტალურად განიხილავს მანდარინის დადებით თვისებებს, მის როლს იმუნიტეტის გაძლიერებაში და იმ სიფრთხილის ზომებს, რაც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს.
„მოდით, ვისაუბროთ ყველასთვის საყვარელ ციტრუსზე - მანდარინზე. მანდარინი არის ვიტამინების, განსაკუთრებით კი C ვიტამინის საუკეთესო წყარო, რაც ზამთრის პერიოდში იმუნიტეტის გასაძლიერებლად ძალიან მნიშვნელოვანია.
ხშირად მეკითხებიან: რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს მანდარინი? მისი შეყვანა რაციონში სასურველია 6 თვის ასაკიდან, მას შემდეგ, რაც ბავშვი უკვე გაეცნობა ძირითად ბოსტნეულს და ხილს. თუმცა, გახსოვდეთ:
გახსოვდეთ, რომ ხილი ყოველთვის სჯობს ნატურალურ წვენს, რადგან ის შეიცავს უჯრედისს, რაც მონელებისთვის აუცილებელია,“ - გვირჩევს ექიმი.
04/04/2026