Logo

ყველაფერი ბავშვებზე

"ყურადღება მიაქციეთ ჯაგრისზე პასტის რაოდენობას" - ბავშვთა სტომატოლოგის მნიშვნელოვანი გაფრთხილებები

"ყურადღება მიაქციეთ ჯაგრისზე პასტის რაოდენობას" - ბავშვთა სტომატოლოგის მნიშვნელოვანი გაფრთხილებები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პირის ღრუს მოვლა ის აუცილებელი ჩვევაა, რომელთანაც მხოლოდ ლამაზი ღიმილი არ არის დაკავშირებული. ჰიგიენის არასწორ დაცვას, უამრავი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.
ამიტომ მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოვლის რუტინა ადრეული ასაკიდან დაიწყოს და სწორად წარიმართოს.

რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა პირის ღრუს მოვლა და რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა?
ამ კითხვებითzmna.ge სტომატოლოგ ელენე ხარაშვილს დაუკავშირდა.

„პირის ღრუს მოვლის რუტინას ბავშვი იწყებს პირველი კბილის ამოჭრიდან. უფრო სწორი გზავნილი იქნება თუ ვიტყვით - ერთი წლის ასაკიდან.
1 წლის ბავშვს აუცილებლად უნდა დავუგეგმოთ ვიზიტი სტომატოლოგთან, რადგან სწორედ ამ ასაკში აუცილებელია მშობელმა სრულყოფილ ინფორმაციას მიიღოს კბილების მოვლასთან დაკავშირებით.

სტომატოლოგი

მნიშვნელოვანია კბილის ჯაგრისისა და პასტის სწორად შერჩევა, რადგან ეს სრულფასოვანი ჰიგიენის აუცილებელი პირობაა.
ჯაგრისი და პასტა უნდა შეირჩეს ასაკობრივად.
კბილის ჯაგრისებში, გათვალისწინებულია ასაკობრივი თავისებურებები - სიხისტე და ზომა.

სიხისტე სასურველია დაბალი იყოს, რაც შეეხება ზომას - ჯაგრისის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ორი საღეჭი კბილის ზომას...

სტომატოლოგი

ყურადღება მიაქციეთ პასტის რაოდენობას. რეკლამებში გვინახავს, როგორ დებენ ჯაგრისზე ჭარბად პასტას. ეს არ არის სწორი. პასტის რაოდენობა სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბრინჯის მარცვლისხელა და 3 წლიდან ბარდის მარცვლისხელა უნდა იყოს.
რაც შეეხება კბილის პასტის შემადგენლობას. ფტორი ოქროს სტანდარტია კარიესის პრევენციისთვის, მაგრამ 3 წლამდე ასაკში გამოიყენება პასტა ფტორის გარეშე (რადგან ამ ასაკამდე ბავშვს არ აქვს რეფლექსი გადმოანერწყვოს პასტა).
3 წლის შემდეგ პასტას ემატება ფტორი.
რამდენი უნდა იყოს ფტორის მაჩვენებელი და რა ტიპის პასტა უნდა მოიხმაროს ბავშვმა, ეს ჯობს ექიმმა გადაწყვიტოს, რადგან გააჩნია რა მდგომარეობაშია ბავშვის კბილები. თუ არის კარიესული დაზიანებები, მაშინ ფტორის დოზა შედარებით მაღალი უნდა იყოს.

სტომატოლოგი

ყველა უნარ-ჩვევის გამომუშავებას პროფესიონალის დახმარება სჭირდება. თუმცა რატომღაც გადაწყდა, რომ კბილების მოვლას არ სჭირდება რჩევა. მიაჩნიათ, რომ ბავშვი ამას მშობლისგან ისწავლის. ძალიან ცუდი ტენდენციაა, რომ სარძევე კბილების მოვლას დაბალ მნიშვნელობას ანიჭებენ. მიაჩნიათ, რომ ეს კბილი მაინც მოსაცვლელია.სინამდვილეში სარძევე კბილი ძალიან მნიშვნელოვანია ყბა-კბილთა სისტემის ზრდისთვის, მეტყველებისთვის, ღეჭვისთვის...
სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პირის ღრუს მოვლის რუტინის დაწყება პირველი კბილის ამოჭრისთანავე,“- ურჩევს მშობლებს სტომატოლოგი.

ავტორი: ზმნა

03/13/2026

ელენე ხარაშვილირუტინარჩევებისტომატოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024