Logo

ყველაფერი ბავშვებზე

რა ასაკიდან უნდა ჰქონდეს ბავშვს სოციალური ქსელები? - ფსიქოლოგი ერიკა გოგიტიძე

რა ასაკიდან უნდა ჰქონდეს ბავშვს სოციალური ქსელები? - ფსიქოლოგი ერიკა გოგიტიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღევანდელ რეალობაში, სადაც ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მშობლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ბავშვების ონლაინ უსაფრთხოება წარმოადგენს. ხშირად, მცირეწლოვანი ბავშვებიც კი ითხოვენ საკუთარ პროფილებს სხვადასხვა პლატფორმაზე.

ბავშვთა ფსიქოლოგი ერიკა გოგიტიძე დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არის დაწესებული კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი და რა რისკებს შეიცავს სოციალური ქსელების ნაადრევი მოხმარება მოზარდის ემოციური და სოციალური განვითარებისთვის.

ერიკა გოგიტიძე

„რა ასაკიდან უნდა ჰქონდეს ბავშვს სოციალური ქსელები? - ოფიციალური რეკომენდაციითა და თავად პლატფორმების წესებით, ეს ასაკი არის 13 წელი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჰაერიდან აღებული ციფრები. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როცა ბავშვის კრიტიკული აზროვნება მეტ-ნაკლებად ყალიბდება.

ბავშვი

როცა 8-9 წლის ან კიდევ უფრო უმცროსი ასაკის ბავშვს ვარეგისტრირებთ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, ჩვენ ამით მას ვუშვებთ იმ ვირტუალურ სამყაროში, სადაც ის აბსოლუტურად დაუცველია. რადგან აქ დახვდება: არაადეკვატური კომენტარები, კიბერბულინგი და რაც მთავარია, უკონტროლო და ხშირად ბავშვისთვის ასაკის შეუსაბამო კონტენტი...

ბავშვი

ხშირად ბავშვს ხვდება ისეთი სახის ვიდეოები, რომლებიც არც მის ასაკს და არც ფსიქიკას საერთოდ არ შეესაბამება. ვიდეოს შინაარსმა შესაძლოა გამოიწვიოს:

ძლიერი შფოთვა;

შიშები;

ღამის ძილის დარღვევები...

საბოლოოდ კი მივდივართ იმ შედეგამდე, რომ ბავშვი დამოუკიდებლობას კი არ სწავლობს, არამედ ივსება შიშებით, რომლებსაც ის დამოუკიდებლად ვერ გადახარშავს.

რეალური სოციალიზაცია კი ხდება ეზოში მეგობრებთან, სკოლაში, სხვადასხვა წრეებზე. იქ, სადაც ბავშვი სწავლობს ემპათიას, მეგობრობას, პრობლემის გადაჭრას, რეალურ ცხოვრებაში ადაპტაციას.

ბავშვი

ამ ყველაფერს კი სოციალური ქსელები, ვირტუალური სამყარო ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვები მოვარიდოთ სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში და სასურველია 13 წლამდე, სანამ არ ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი," - გვირჩევს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

05/21/2026

ბავშვიერიკა გოგიტიძესოციალური ქსელიფსიქოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024