Logo

"რა ბედნიერი ვარ, რომ გავიძღვიძე" - ახალი ცხოვრება

"რა ბედნიერი ვარ, რომ გავიძღვიძე" - ახალი ცხოვრება

10/01/2026

ტექსტის ზომა

გერმანული გამოცემა Bild-ი ქართველ ინფლუენსერზე - ანი ფურცელაძეზე სტატიას აქვეყნებს. ანიმ გაზეთთან თავის დიაგნოზზე - ტვინის სიმსივნეზე და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან გლიობლასტომა დაამარცხა. ის თავის გამომწერებთან მუდმივ კავშირზეა და ჯანმრთელობის შესახებ პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. ამჯერად ანი მადლიერებასთან და დღის სწორად დაწყებასთან დაკავშირებით რჩევას გვაძლევს.

ანი ფურცელაძე: დღეს ისევ მქონდა შეგრძნება - რა ბედნიერი ვარ, რომ გავიღვიძე-მეთქი. ვტკბებოდი მარტივი მომენტებით - გემრიელი ყავა, მზე, მუსიკა. მე ვცეკვავდი.

და... გამახსენდა, რომ მე ჩემს თავს ფიცი დავუდე: როგორც კი გამოვჯანმრთელდები, შევცვლი ჩემს ცხოვრებას-მეთქი. მაგრამ თითქოს დამავიწყდა, რისთვის ვიბრძოდი ავადმყოფობისას. მე ვიბრძოდი სიცოცხლით სავსე მომენტებისთვის და მადლიერი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, არის მადლიერება და სიყვარული. მადლობა საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს. მადლობა უფალს ყოველი დღისთვის. გვავიწყდება ეს მომენტები, რამდენად მდიდრები ვართ, რომ შეგვიძლია ხვალ გავიღვიძოთ და გავაკეთეთო ის, რაც გვინდა.

ანი ფურცელაძეანი ფურცელაძე

რჩევა - იფიქრეთ იმაზე, რომ დღეს რაღაც კარგი მოხდება. მოხდება ის, რაც თქვენ გაგაბედნიერებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ლოცვასავით, აფირმაციასავით. სანამ დაიძინებთ, იფიქრეთ და ხმამაღლა თქვით - ხვალ მოხდება რაღაც სასწაული. და მეორე დღეს რომ გაიღვიძებთ, ისევ თქვით, დღეს რაღაც კარგი, უეჭველი მოხდება. იმ შეგრძნებით უნდა გაიღვიძოთ, რომ ჩემს გასახარად კარგი მოხდება, რაც მე გამაბედნიერებს.

ანი ფურცელაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026