ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მომღერალ სოფო ნიჟარაძეს, არაერთხელ უსაუბრია იმის შესახებ, რომ ჭორებისა და გამოგონილი ამბების მსხვერპლი ხშირად ხდება.
ამჯერად ერთი მხიარული ისტორია მომღერალმა "მადისაღმძვრელ პოდკასტში" გაიხსენა.
"მე არ განვიკითხავ სხვა ადამიანებს. ხშირად მეუბნებიან, რომ ვიღაცაზე რაღაცას რომ ვამბობთ, სულ "არ მჯერას"იძახიო. იცით, მე იმდენი მაქვს ჩემს თავზე გადატანილი. იმდენი სისულელე მესმოდა, რომ სხვებზეც მგონია რომ მოგონილი ამბებია და არ მჯერა.
მანამდე უამრავი რამე გამიგია ჩემს თავზე, ამაზე ბევრჯერ მილაპარაკია და აღარაა საინტერესო, მაგრამ სულ ახლახან, სტეფანემ ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში ატვირთა 1995 წლის ფოტო, სადაც ვართ ბორჯომის ფესტივალზე "ბროლის ნაძვი".
ფოტოზე გადაღებული ვართ მე, სტეფანე, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ბექა ნიკოლაიშვილი, თათია გიორგობიანი... ეს ფოტო რომ დადო, ერთი კომენტარი დაიწერა - "ქოცები და სტეფანეო". ძალიან ბევრი ვიცინე და მივუწერე:
- რა ჭორი არ გამიგია ჩემს თავზე , მაგრამ ასეთი რამე პირველად მესმის-მეთქი," - გაიხსენა სოფო ნიჟარაძემ.
04/17/2026