
09/03/2026
წონის მატებას ხშირად მარტივი ახსნა მოჰყვება - ბევრი ტკბილი, ცომეული, სწრაფი კვება და ნაკლები მოძრაობა. თუმცა ზოგჯერ ზედმეტი კილოგრამების უკან გაცილებით რთული მიზეზები დგას. მუდმივი სტრესი, დაღლა, მარტოობა, პასუხისმგებლობებით გადატვირთვა თუ ემოციური სიცარიელე შეიძლება იქცეს მიზეზად, რის გამოც საკვები არა მხოლოდ შიმშილის დაკმაყოფილების, არამედ დამშვიდებისა და დროებითი სიამოვნების წყაროც ხდება.

ონლაინ ტრენერი ნინა ილურიძე ყურადღებას სწორედ ამ კავშირზე ამახვილებს და ამბობს, რომ ასეთ დროს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ნათქვამი „არ ჭამო“ ხშირად საკმარისი არ არის. მისი თქმით, ცვლილების დასაწყებად მნიშვნელოვანია ადამიანმა გააცნობიეროს, რა დგას ჭამის სურვილის უკან და სინამდვილეში რისი შევსება სურს საკვებით.

"რა დგას იმ ქალის უკან, რომელმაც წონა მოიმატა? ვითომ ბევრი ტკბილი? იქნებ ბევრი ცომეული? იქნებ ბევრი ჰამბურგერი? იქნებ... იქნებ ...
რეალურად კი, მისი წონის უკან ხშირად დგას:
ხშირად არც მსუნაგობაა მიზეზი, არც სიზარმაცე და არც უპასუხისმგებლობა.
მიზეზი ის სიცარიელე და ემოციური გამოფიტვაა, რომელიც მასში ნელ-ნელა გაჩნდა. და ეს სიცარიელე საჭმელმა შეავსო.

ხანდახან საჭმელი ერთადერთი სიამოვნებაც კი გახდა, რომელიც მის ცხოვრებაში მარტივად ხელმისაწვდომი დარჩა. ზოგი ძლიერია. შეუძლია თავი ხელში აიყვანოს. არ გატყდეს. მაგრამ ყველას ეს არ შეუძლია არ ჰყოფნის საკუთარი რესურსი...
გარედან სჭირდება მეტი სტიმული, მეტი მოტივაცია, მეტი მიზეზი.
და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ქალს ბევრად მეტ რესურსს აძლევს, რომ სწორი გამოსავალი იპოვოს. გაცნობიერება. დაინახო, რეალურად რა გტკივა. რა გაკლია. რა შეგიძლია გააკეთო, რომ გამოსავალი და სწორი გადაწყვეტილება იპოვო და არა გაუცნობიერებლად, მექანიკურად ჭამო მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ არაფერი იგრძნო...
სანამ გაცნობიერება არ მოვა, ძნელია უბრალოდ საკუთარ თავს უთხრა: „არ ჭამო“.

დღეს შეიძლება გაძლო. ხვალაც. მაგრამ თუ მიზეზს არ შეეხე, ისევ ძველ რელსებს დაუბრუნდები. ისევ შეჭამ, რომ ის სიცარიელე შეავსო.
დაფიქრებულხარ... რა ჰქვია შენს სიცარიელეს და რითი ავსებ მას?" - მიმართავს ნინა ილურიძე ქალებს.
გააზიარე სტატია