Logo

სასარგებლო რჩევები

რა ემართება ძაღლს, თუ მას პატრონთან ერთად სძინავს?

რა ემართება ძაღლს, თუ მას პატრონთან ერთად სძინავს?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ძაღლის პატრონების უმეტესობისთვის, ოთხფეხა მეგობართან ერთად საწოლის გაზიარება სიყვარულისა და სიახლოვის უმაღლეს გამოვლინებასთან ასოცირდება. თუმცა ბოლო დროინდელი კვლევები და ექსპერტთა დაკვირვებები სრულიად საპირისპირო რეალობაზე მიუთითებენ.

ძაღლთან ერთად ძილმა, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც პატრონის, ასევე ცხოველის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ძაღლი და პატრონი

როდესაც ცხოველი ღამე მუდმივად პატრონის გვერდით ატარებს, მას გადაჭარბებული დამოკიდებულება უჩნდება, კარგავს დამოუკიდებლად ყოფნის უნარს და შესაძლოა სეპარაციული შფოთვა დაეწყოს. შედეგად, მარტო დარჩენილი ცხოველი განიცდის სტრესს, ნერვიულობს და აგრესიულ ან შფოთვით ქცევებს ავლენს.

როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების პირადი საზღვრები და რატომ არის ამ საზღვრების დაცვა მნიშვნელოვანი? ცხოველთა უფლებების დამცველი და ბლოგერი პაატა წამალაშვილი განმარტავს.

პაატა წამალაშვილი

"თქვენ რომ ძაღლთან ერთად გძინავთ, ეს ისევ თქვენი ძაღლისთვის არის ცუდი!
შეიძლება ამას ტრაგედია არ ვუწოდოთ და ხშირ შემთხვევაში პირობითიც იყოს, მაგრამ მინდა ეს მექანიზმი ზუსტად გესმოდეთ, რადგან მეცნიერება მას კარგად ხსნის.
მეცნიერები ამბობენ, რომ თუ ძაღლს პატრონთან ერთად დიდხანს სძინავს, ის დამოუკიდებლად ყოფნის უნარს დაკარგავს და მისი ფსიქიკა დაზიანდება.

ძაღლი


ეს ქართულ რეალობას, სამწუხაროდ, ზუსტად ერგება, რადგან პატრონები ჩვენი ძაღლების რუტინას საათივით არ ვადგენთ... და კი, საათის სიზუსტეა საჭირო.

ძაღლის ემოციურ მდგომარეობას ერთი ფაქტორი კი არა, მთელი მისი ყოველდღიური ცხოვრება განსაზღვრავს. თქვენთან დაძინება კი ამ ყველაფერზე ბეჭდის დარტყმას ჰგავს.
ცხოველი ასე კარგავს დამოუკიდებლად ყოფნის უნარს, მერე კი მისი მარტო დარჩენა იწვევს პანიკას, რადგან განშორების შფოთვა, პატრონმა უკვე მყარად განაპირობა.

ძაღლი

არ მესმის რატომ არ მიდიხართ კომპრომისზე და რატომ არ ამბობთ ამ ჩვევაზე უარს, თუკი თქვენს ძაღლს ხსენებული პრობლემები უკვე სახეზე აქვს (და რასაც ვუყურებ, უმეტესობას სახეზე აქვს სამწუხროდ).
არ გირჩევთ, ამ თემას არასერიოზულად მიუდგეთ და გააშარჟოთ. თქვენ გერთობით და ცხოველის ფსიქიკა ისე დაზიანდება, რომ ვერც გაიგებთ, რადგან ის ამას სიტყვებით ვერ გეტყვით,"- ამბობს პაატა წამალაშვილი.

ავტორი: ზმნა

07/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024