Logo

რა გახდა 23 წლის გოგონას სიკვდილის მიზეზი - ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს

რა გახდა 23 წლის გოგონას სიკვდილის მიზეზი - ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს

03/06/2026

ტექსტის ზომა

გარდაცვლილი პაციენტის, ბარახ ალაზოვას ოჯახმა, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, მინები ჩაამსხვრია.
კლინიკაზე თავდასხმამდე, გარდაცვლილის ოჯახის წევრები მკურნალ ექიმთან შეხვედრას ითხოვდნენ.

23 წლის ბარახ ალაზოვს რამდენიმე დღის წინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში შარდკენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრების თქმით, წინასაოპერაციო კვლევებში საეჭვო არაფერი გამოვლენილა და ოპერაცია გეგმურად დაინიშნა, თუმცა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ბახარ ალაზოვას ნათესავები ამტკიცებენ, რომ 23 წლის ქალი სიცოცხლე ექიმის შეცდომას შეეწირა.

რაც შეეხება უროლოგიის ეროვნულ ცენტრს, კლინიკა მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იხსნის. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ 23 წლის ქალის სიკვდილის მიზეზი ცნობილი ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გახდება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026