Logo

რა განსხვავებაა შფოთვას და დეპრესიას შორის? - ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი განმარტავს

რა განსხვავებაა შფოთვას და დეპრესიას შორის? - ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი განმარტავს

04/16/2026

ტექსტის ზომა

თანამედროვე მედიცინაში შფოთვითი აშლილობები და დეპრესია ხშირად „ერთი მონეტის ორ მხარედ“ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა კლინიკურ ერთეულებს წარმოადგენენ, მათ შორის არსებული ზღვარი ხშირად ბუნდოვანია, რადგან ორივე მდგომარეობა, ნეირობიოლოგიურ დონეზე მსგავს ცვლილებებს, კერძოდ, ნეიროტრანსმიტერების (სეროტონინის, დოფამინისა და ნორადრენალინის) დისბალანსს ეფუძნება.

მეცნიერულად, შფოთვა არის ორგანიზმის მომზადება მოსალოდნელი საფრთხისთვის, ხოლო დეპრესია ენერგიისა და ემოციური რესურსების ერთგვარი გამოფიტვა.

ამ ორ მდგომარეობას შორის კავშირსა და განსხვავებაზე ისაუბრა ფსიქიატრმა გიორგი ჭეიშვილმა სოფო ჯაფარიძის პოდკასტში "მედგიდი".

"რა განსხვავებაა შფოთვასა და დეპრესიას შორის? ბევრს უჭირს ამათი დიფერენცირება. შფოთვა და დეპრესია, შეიძლება ითქვას, ხელჩაკიდებულები დადიან. ხშირად დეპრესია შფოთვას თან ახლავს და შფოთვა კი დეპრესიას. მაგრამ დეპრესია, განმარტების მიხედვით, არის მყარად დაქვეითებული გუნება-განწყობა და ის შეიძლება შფოთვის გარეშეც იყოს."

რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დრო სჭირდება პრობლემის სრულად მოგვარებას, ფსიქიატრი პასუხობს, რომ ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, თუმცა მედიკამენტოზური ჩარევის დროს, თუ პაციენტი პრეპარატის მიმართ რეზისტენტული არ არის, მკურნალობას დაახლოებით თვე ნახევარი - ორი თვე დასჭირდება.
"როცა ადამიანი მედიკამენტებით მკურნალობას ექვემდებარება, სადღაც თვე ნახევარში, ორი თვეში თუ დადებით შედეგს მიიღებს, ის კმაყოფილი უნდა იყოს,"- ამბობს ფსიქიატრი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიორგი ჭეიშვილიდეპრესიაფსიქიატრიშფოთვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026