Logo

ჯანმრთელობა

რა გართულებები მოჰყვება აბორტს? - გინეკოლოგის განმარტება

რა გართულებები მოჰყვება აბორტს? - გინეკოლოგის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციის მსგავსად, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. რისკების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია იმის მიუხედავად, თუ რომელი მეთოდით ხდება ორსულობის შეწყვეტა.
რა განსხვავებაა მედიკამენტური და ქირურგიული ჩარევის გვერდით მოვლენებს შორის, როდის არის საჭირო განმეორებითი ოპერაცია და რა იშვიათი, მაგრამ კრიტიკული გართულებების წინაშე შეიძლება დადგეს პაციენტი? ამ კითხვებზე გინეკოლოგი რუსუდან ყურუა პასუხობს.

რუსუდან ყურუა

„მედიკამენტური აბორტის დროს, მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენები და გართულებები:
სისხლდენა, ტკივილი მუცლის არეში, ინფექციური გართულებები, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუს ხვევა.

მედიკამენტი

ასევე, შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს გახევა და წარუმატებელი მედიკამენტური აბორტი, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს განმეორებითი, ქირურგიული ჩარევა. იშვიათად, შესაძლებელია დადგეს ფატალური გამოსავალიც.

აბორტი

ქირურგიული აბორტის დროს მოსალოდნელია შემდეგი გართულებები და გვერდითი მოვლენები:
ტკივილი მუცლის არეში, სპაზმი, სისხლდენა. იშვიათად შეიძლება იყოს ძლიერი ვაგინალური სისხლდენა, საშვილოსნოს ყელის ტრავმა, საშვილოსნოს ტრავმა, პერფორაცია, ანუ გახვრეტა, ინფექციური გართულებები და წარუმატებელი ქირურგიული ოპერაცია. ასევე, ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებები - მაგალითად, სუნთქვის ფუნქციის დარღვევა,“ - განმარტავს გინეკოლოგი.

ავტორი: ზმნა

05/28/2026