ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დღესდღეობით ესთეტიკური მედიცინა უამრავ ინოვაციურ პროცედურას გვთავაზობს, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით ე.წ. "ფულ ფეის" (Full Face) ბოტულინოტოქსინის თერაპია სარგებლობს. თუმცა, ბევრმა არ იცის, რამდენად უსაფრთხოა ტრენდული პროცედურები და რა რისკებს შეიცავს ისინი.
ბოლო დროს, სპეციალისტები ღიად საუბრობენ იმ გართულებებზე, რომლებსაც არასწორად დაგეგმილი პროცედურები იწვევს.

ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტმა, ექიმმა თაკო შანშიაშვილმა, პოდკასტში "ყველაფერი ესთეტიკაზე", ბოტოქსისა და “ფილერის” შესაძლო გართულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოპულარულ Full Face ბოტოქსის პროცედურას ფტოზის, ასევე დამბლის გამოწვევა შეუძლია და მისი ჯანმრთელ პაციენტებში გამოყენება სასტიკად აკრძალულია.
"სახის შუა მესამედი ამ პროცედურისთვის არის აკრძალული ზონა. პრაქტიკულად მანდ არ უნდა გაკეთდეს ბოტოქსი. ზოგჯერ არის ნევროლოგიური ჩვენება, მაგალითად პარეზიან პაციენტებში, ხშირად ცერებრალურ დამბლებშიც გამოიყენება, მაგრამ ეს ნევროლოგის კომპეტენციაა და არა ესთეტიკური მედიცინის...

მაგრამ როდესაც პაციენტი მოდის აბსოლუტურად ჯანმრთელი და უბრალოდ უნდა რომ გაალამაზო და შენ მას გაუკეთებ ბოტოქსს შუა მესამედში, დამიჯერეთ, მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს... ამიტომ, მე არავის არ ვურჩევ, რომ ჩაიტაროს ეს ეგრეთ წოდებული "ფულ ფეის" (Full Face) ბოტულინოტოქსინით თერაპია,“ - თქვა ექიმმა.
05/28/2026