Logo

რა გეგმები აქვს კრიშტიანუს კარიერის დასრულების შემდეგ?

რა გეგმები აქვს კრიშტიანუს კარიერის დასრულების შემდეგ?

09/16/2026

ტექსტის ზომა

დრო მოდის! კრიშტიანუ რონალდუ ნელ-ნელა კარიერის დასრულებისთვის ემზადება. ეს სეზონი, შესაძლოა მისთვის ბოლოც იყო. 41 წლის კაცისთვის ამგვარი ფიქრი ნაადრევი და უდროო ნამდვილად არ არის.

და რა უნდა ქნას, როდესაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს? აქ რამდენიმე შესაძლო ვარიანტო განვიხილოთ.

კრიშტიანუს არა ერთხელ უთქვამს, რომ საფეხბურთო კლუბის მეპატრონეობა სურს. ჯერ კიდევ 2024 წელს, Globe Soccer Awards-ზე პორტუგალიელმა ბრძანა:

„მე მწვრთნელი არ ვარ და ვერც ვერასდროს გავხდები. კლუბის პრეზიდენტი? არა, მაგრამ მეპატრონე შესაძლებელია. მომენტზეა დამოკიდებული და შესაბამის შესაძლებლობებზე. მე საკმაოდ ახალგაზრდა ვარ, წინ კიდევ უამრავი გეგმა და ოცნება მაქვს, მაგრამ შემიძლა დაგარწმუნოთ, რომ დიდი კლუბის მეპატრონე გავდები.“

გავიდა ერთი წელიწადი და კრიშტიანუმ ეს აზრი განავრცო:

„არ მგონია, რომ ჩემი პიროვნება მწვრთნელობისთვის გამოსადეგი იყოს. ეს მე არ მჭირდება. კლუბის მფლობელობა? აი, ამას კი აზრი აქვს, თუკი ეს კარგი ბიზნესი იქნება. ამას არ გამოვრიცხავ.“

შარშან გაზაფხულზე წერდნენ, რომ რონალდუ „ვალენსიათი“ დაინტერესდა, თუმცა საბოლოოდ, წელს თებერვალში, ფეხბურთელმა „ალმერიას“ აქციების 25% შეიძინა. ამ კლუბის 75% კი გავლენიან არაბ ბიზნესმენებს ეკუთვნით საუდის არაბეთიდან.

ამ ზაფხულში ისიც ითქვა, რომ კრიშტიანუ „ალ ნასრის“ წილის ყიდვასაც გეგმავდა, თუმცა ჭორების იქით ეს საქმე აღარ წასულა.

ახლა ფეხბურთი ცოტა ხნით დავივიწყოთ და ვთქვათ, რომ არის ალბათობა, კარიერის დასრულების შემდეგ კრუშტიანუ კინოპროდიუსერობით დაკავდეს.

ჯერ კიდევ 2017 წელს რონალდუმ განაცხადა, რომ პროდიუსერობა სურდა:

„ფილმების გადაღება მსურს. მე სხვადასხვა კომპანიები მაქვს: სასტუმროები, სპორტული დარბაზები, საკუთარი ხაზი „ნაიკში“. მომავალს კი პროდიუსერობაში ვხედავ. ცხადია, რეჟისორობას არ ვაპირებ. უბრალოდ ეს მე მაინტერესებს. ეს კარგი ბიზნესია.“

7 წლის მერე , 2025 წლის აპრილში, პორტუგალიელმა რეჟისორ მეტიუ ვონთან ერთად საპროდიუსერო კომპანია შექმნა და პირველი საქმითაც დაკავდა. „დღე პირველი“ - ასე ჰქვია სერიალს, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც კრიშტიანუ რონალდუა. ბარემ აქვე გავიხსენოთ, რომ მეტიუ ვონი „X ადამიანების“ და „კინგსმენის“ რამდენიმე ნაწილის რეჟისორია. გარდა ამისა, 2025 წლის მიწურულს ვინ დიზელმა დააანონსა, კრიშტიანუ ეპიზოდურ როლს შეასრულებს „ფორსაჟის“ მე-11 ფილმშიო. ამ ფილმის გამოსვლა 2028 წელს იგეგმება.

რონალდუ

და ამ ყველაფრის გარდა, კრიშტიანუს უბრალოდ დასვენებაც სურს. „ვოგთან“ სულ ახლახან ჩაწერილ ინტრვიუში ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შემდეგ თავისი გეგემები ასე ჩამოაყალიბა: - მეტი გართობა და მოგზაურობა; - პადელის თამაში, რაც მის ახალ გატაცებად იქცა; - უბრალოდ დასვენება და ბავშვებთან მეტი დროის გატარება.

რონალდუ გულახდილად ამბობს:

„სამომავლო გეგემები უკვე გაწერილი მაქვს. იმდენი საქმეა, რომ რთულია, ერთი რომელიმე გამოვარჩიო. ფეხბურთიდან წასვლა უზარმაზარ სიცარიელეს გააჩენს, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით უნდა ამოვავსო და არა ერთით. ბოლოს და ბოლოს, 25 წელი უამრავი მსხვერპლით იყო სავსე.“

გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი დარჯანია

კარიერაკრიშტიანუ რონალდურონალდუფეხბურთი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026