ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ზაფხულის შუაგული ხშირად ხდება ახალი თავგადასავლებისა და ცვლილებების პერიოდი. თუმცა ასტროლოგების პროგნოზით, მიმდინარე ივლისის თვე განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან სასიყვარულო გარდასახვებს რამდენიმე კონკრეტულ ნიშანს ჰპირდება. ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ასახელებს ზოდიაქოს იმ სამ ნიშანს, რომელთა პირადი ცხოვრება ივლისის მეორე ნახევრიდან სრულიად ახალ ფაზაში გადავა.

სიის სათავეში არიან ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები.
თუმცა, ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს იმისთვის, რომ სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში ახალი ფაზა დაიწყოს, ჯერ წარსულის დასრულება მოეთხოვებათ. ძველი ურთიერთობა უნდა დასრულდეს,როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. თქვენ მოგიწევთ შეხვდეთ თქვენს ყოფილებს ან უბრალოდ გააცნობიეროთ და გააანალიზოთ წარსული ურთიერთობის შეცდომები, რომ ახალ ურთიერთობაში, რომელიც ივლისის მეორე ნახევრიდან გელოდებათ, ეს შეცდომები აღარ გაიმეოროთ.

მეორე სიაში ქალწულია.
ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ივლისის მეორე ნახევრიდან ელოდებათ ძალიან პრაგმატული, მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე და შეთანხმებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება სასიყვარულო ურთიერთობის კუთხით. თქვენი ურთიერთობები შეიძლება დაიწყოს ან განვითარდეს მოგზაურობისას, სამსახურებრივი კომუნიკაციისას. ასევე შეიძლება თქვენი ურთიერთობა გაღრმავდეს და გააქტიურდეს იმ სიტუაციაში, სადაც ან თქვენ გჭირდებათ პარტნიორის სიმპათია, დახმარება, მზრუნველობა, ან მას სჭირდება თქვენგან ზრუნვის ასეთი რაღაც პრაქტიკული ელემენტები. ეს თქვენს ურთიერთობებს ძალიან გაამყარებს.

და ბოლო ნიშანი, რომელსაც ასევე ივლისის თვეში მნიშვნელოვანი თავგადასავლები და მნიშვნელოვანი მოვლენები ელოდება პირადი და პარტნიორული ურთიერთობის კუთხით - ეს არის თხის რქა.
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს საშუალება მიეცემათ ივლისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, დაალაგონ და გააუმჯობესონ უკვე არსებული პარტნიორული ურთიერთობა. მათ საშუალება მიეცემათ, უფრო გაუგონ და რაღაც დეტალებში ჩაუღრმავდნენ ურთიერთობის პერიპეტიებს, ასევე შეძლებენ, რტომ მოისმინონ პრეტენზიები და თვითონაც გულწრფელად, ღიად ისაუბრონ საკუთარ სურვილებზე... რაც მათ საშუალებას მისცემს არსებული ურთიერთობები გადატვირთონ, თუმცა ასევე თხის რქებს აქვთ იმის შანსიც, რომ ძველი ურთიერთობები სრულიად ახლებური პირობებით და სცენარით ააწყონ."
07/06/2026