სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს სამზარეულოს ჭურჭელი ჩვენს ჯანმრთელობაზე და სასურველი თუ არა ე.წ. ტეფლონის ტაფების გამოყენება.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ ამ ტიპის ჭურჭლის, კერძოდ ტეფლონის არასწორი ექსპლუატაცია, პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს გაუარესებულ იმუნიტეტთან, დაზიანებულ სისხლძარღვებთან და ენდოკრინულ სისტემასთან.

ამ თემაზე ექიმმა სოფო ჯაფარიძის პოდკასტში "მედგიდი" ისაუბრა.
გიორგი ღოღობერიძემ დეტალურად განმარტა რა ტემპერატურაზე ხდება ტეფლონი საშიში და როგორ ხვდება მავნე ნივთიერებები ჩვენს საკვებში.
„ხშირად წერენ ხოლმე - აი, რაღაცა ამ ბოლო პერიოდში იმუნიტეტი გამიუარესდა. ხალხი ვერ ხვდება, რომ ეს იმუნიტეტის გაუარესება, მათ შორის ტეფლონის ტაფის ხშირი მოხმარებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
ტეფლონი არა მხოლოდ იმუნიტეტს, ასევე აზიანებს სისხლძარღვებს და აზიანებს ენდოკრინულ სისტემას.
ამ ტაფებისთვის ძალიან დამახასიათებელი ის არის, რომ როგორც კი ცხელდება 260∘C-ზე (და ცხელდება ძალიან სწრაფად), მაშინვე იწყებს დაშლას.

მეც მქონდა ხოლმე ეს თვისება, რომ ჯერ ვაცხელებდი ხოლმე ტაფას და მერე ვიწყებდი მასზე მუშაობას, რაც ძალიან ცუდი ჩვევაა. ცარიელი ტაფა ძალიან მალე ცხელდება 260∘ C-ზე უფრო მაღლა. ეს სწორედ ის ტემპერატურაა, რომელზეც უკვე იწყება ტეფლონის დაშლა.
თქვენ შეიძლება ტაფას ზემოდან უყურებთ, ზედა არაფერი ჩანს, მაგრამ გამოიყოფა ამ პოლიმერის დაშლით მიღებული ორთქლი. მერე ეს ორთქლი იჟღინთება საკვებში, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ. ბუნებრივია, ვერც მის გემოს ვგრძნობთ, ვერც ფერს და ვერც სუნს... და მერე რა ხდება? ეს პოლიმერი ჩვენს სხეულში რჩება წლების განმავლობაში,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
05/10/2026