საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გუშინ ზუგდიდიდან გავრცელებულ კადრებს, სადაც მიუსაფარი ძაღლები ერთ გალიაში ჰყავდათ გამომწყვდეული და თავშესაფარში გადაჰყავდათ, საზოგადოების და ცხოველთა მოყვარულთა მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ისინი ერთიანდებიან და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარ ცხოველთა გენოციდს.
ძაღლების თავშესაფრის მფლობელი, თამაზ ელიზბარაშვილი, თავის ფეისბუქგვერდიდან, მიმართვას ავრცელებს.
"მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღონ კანონის შესაბამისი ზომები, აღკვეთონ დანაშაული და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავეები.
გაწვდით ოპერატიულ ინფორმაციას, დღეს 2026 წლის 30 მარტს ქალაქ ზუგდიდში, უამრავი ადამიანის და მათ შორის, ბავშვების თვალწინ, სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერებმა დაიჭირეს და პატარა გალიაში შეყარეს გათვალისწინებულზე გაცილებით ბევრი ძაღლი, მათ შორის, გასტერილებული და ცოფზე აცრილებიც.

შემდეგ ეს გალიაში ჩატენილი და დაპრესილი ძაღლები, ზუგდიდიდან ასეული კილომეტრით მოშორებულ ქუთაისის სახელმწიფო თავშესაფარში გადაიყვანეს. ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით, რამოდენიმე ძაღლი ტრანსპორტირების დროს ჭყლეტვაში გაიგუდა და მოკვდა.
ეს დანაშაული კვალიფიცირდება სსკ 259-ე მუხლით, ცხოველის წამება და სასტიკი მოპყრობა.
ასევე გაწვდით ინფორმაციას, რომ ამ დანაშაულს აქვს სისტემური ხასიათი.
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ თქვენი მხრიდან მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება" - წერს ელიზბარაშვილი.

ფაქტს ეხმიანებიან საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი თუ არა ცნობილი ადამიანები.
"ყველა ის ძაღლები, რომელსაც კი მოვფერებივარ, ჩემი ბოლო ლუკმა მიმიცია, ბოლო კაპიკი კი ამათ საკვებისთვის გადამიხდია და სახლში ფეხით მოვსულვარ. ხმას არ ამოვიღებდი, ისე, ჩემი ფეხის ხმაზე მცნობდნენ ქუჩებში და დღეს რას ვხედავ, მათ გალიის მიღმა!!! სად წაიყვანეთ!!! ჩემი გული, სული ღიმილი თან წამართვეს. ღმერთის არსებობის უკვე არ მჯერა, უბრალოდ ამ სამყაროს სატანები ანუ ადამიანები მართავენ" - წერს Nat Vegann-ი.

"ეს ძაღლი გალიიდან, სულ რამოდენიმე დღის წინ ავცერით ცოფზე, შარშან სტერილიზაცია გავუკეთეთ.
იყო უწყინარი, ადამიანის მიმართ საოცრად კეთილი და თბილი.
გუშინ სურსათის ძაღლდამჭერებმა უკანონოდ დაიჭირეს და ძაღლებით სავსე გალიაში შეტენეს.
აი, ასე გვიყურებდა გალიიდან, ბოლო წუთამდე ჯეროდა, რომ დავეხმარებოდით...
დავიხსნიდით ჯალათებისგან და გადავარჩენდით, მაგრამ ...
არ გაიხაროთ ამ ძაღლის ცოდვით, ამოწყდით ისე, რომ ოჯახში არავინ დაგრჩეთ ცოცხალი!!!" - წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

ფაქტს ეხმიანება პიანისტი ირმა გიგანი:
"აქ 2013 წელია, ახლა 2026-ის. რა მნიშვნელობა აქვს?! ერთი და იგივე მარაზმი და ამ მარაზმის შეჩვევის მცდელობაა მუდამ.

ადამიანის სიცოცხლის გათელვა, ცხოველის სიცოცხლის მოსპობა. იმის მაგივრად, რომ თანხა სწორად დაიხარჯოს და ნორმალური თავშესაფრები აშენდეს, რა ხდება საერთოდ, რაში წერია, რა გვჭირს, ასეთი რა გამოუსწორებელი და დაქცევა-დანგრევისკენ მიდრეკილი ავადმყოფობა გვჭირს?!"
შვილის პოსტს აზიარებს და თავის კომენტარს ურთავს პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი:
"რა ხდება?!! 21-ე საუკუნეა გარეთ, იმის მაგივრად, რომ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობაზე ზრუნავდეს სახელმწიფო - კერძოდ, ქალაქის მერია, რაც არა მხოლოდ ძაღლებზე ზრუნვას გამოხატავს, არამედ უპირველესად, სახელმწიფოს სახეს წარმოაჩენს, როგორც ცივილიზებულ სამყაროს ეკადრება, ამის მაგივრად მანიაკებივით რატომ ექცევით ცხოველებს, რა უფლებით?! და რა მაგალითს აძლევთ ბავშვებს, გულღრძო, დაუნდობელ ადამიანებად, მანიაკებად უნდა ჩამოყალიბდნენ??!! ცხოველებთან ასეთი მოპყრობა საშიში მოვლენაა, ძალიან საშიში! მორალურად, ფსიქოლოგიურად ამასთან შეგუება და დაშვება ამგვარი ქმედებისა, დანაშაულია და ჩვეულებრივი მკვლელობა, თან არა მხოლოდ ცხოველების, არამედ საერთოდ ადამიანთა - ბავშვების ცნობიერებისა, სამომავლოდ და სამუდამოდ..."
მაკა ჩიჩუა: ძაღლი ადამიანმა მოიშინაურა, რომ მოს გვერდით ეცხოვრა…
პასუხისმგებლობა აიღო, რომ ერთმანეთის მხარს დაუჭერდნენ ჭირშიც და ლხინშიც. ასე როგორ უნდა მოექცე, ასე რამ გაგაბოროტათ? ნუთუ არ შეიძლებოდა ამ საკითხის განხილვა და უკეთესი გადაწყვეტილების მიღება?
კახი ლაზარიშვილი: 21 -ე საუკუნეში რომ მათი დაცვისთვის და გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა დასაფიქრებელია -ეშველება კი რამე იმ ქვეყანას, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი და ხელისუფლება მოწოდებულია იმისთვის, რომ მოუსპონ სიცოცხლე ცოცხალ არსებებს. ერთგულებს, მგრძნობიარეებს, ადამიანზე მეტად რომ განიცდიან ტკივილს, შიმშილს, ზიზღს... ნუთუ ამის მეტი პრობლემა არ გვაქვს? სხვა არაფერი გვაწუხებს? ისეთ ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ მხოლოდ ყველაზე სუსტების არსებობამ შეგვაწუხა და დაგვღალა...? სირცხვილია, მით უმეტეს იმ ადამიანებისგან, ვინც დღე და ღამე ტაძრებში დგახართ, მეტანიებს აკეთებთ და ცოცხალი არსებების დახოცვა და განადგურება გინდათ და გიხარიათ...
ცხოველთა მოყვარული თიკო კვალიაშვილი წერს:
"ველაპარაკე აქტივისტებს!!
ზუგდიდიდან ჩავიდნენ ქუთაისის თავშესაფარში, სადაც არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა რომ პოლიცია გამოიძახეს!
იცით, რომ თავშესაფარში თუ გინდა შენი ძაღლი ეძებო, მხოლოდ ხუთშაბათ დღეს შეგიძლია მიხვიდე პირველიდან სამ საათამდე?
დანარჩენი დღეები არ შეგიშვებენ!!
და აქტივისტებს უთხრეს, რომ ძაღლებს იმავე ადგილას არ დააბრუნებენ!
დაიწყეს იმ საშინელი კანონის აღსრულება, რასაც ვაპროტესტებთ!
რომელ ცხოველსაც მომკითხავი ეყოლება, დაუსახლებელ ადგილებში დაუყრიან სიმწრით გადარჩენილ ძაღლებს, სადაც ფიზიკურად ვერ გადარჩებიან ხოლო მათ, ვისაც მომკითხავი არ ეყოლება, დააძინებენ!
სურსათის ეროვნული სააგენტო, შეგაკვდებით!!"
თიკო კვალიაშვილივიდეომიმართვას ავრცელებს
03/31/2026