Logo

საზოგადოება

"რა მნიშვნელობა იდო ასეთი ამ ორწუთიან სიმღერაში, რომ მისი შეწყვეტა არ შეიძლებოდა?" - პედიატრის ვიდეომიმართვა

"რა მნიშვნელობა იდო ასეთი ამ ორწუთიან სიმღერაში, რომ მისი შეწყვეტა არ შეიძლებოდა?" - პედიატრის ვიდეომიმართვა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სრულიად საქართველომ მიადევნა თვალი მოვლენას, რომლის დროსაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, მუსიკალური ნომრის შესრულებისას, ერთ-ერთმა ბავშვმა მოულოდნელად გონება დაკარგა და სცენაზე დაეცა. საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ინციდენტის მიუხედავად, გარშემომყოფებმა (როგორც სხვა ბავშვებმა, ისე ორგანიზატორებმა) სიმღერა და გადაცემა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელეს.

ამ ფაქტს, სოციალურ ქსელში, პედიატრი ლალი ჯანაშია გამოეხმაურა, რომელმაც მაუწყებლის ხელმძღვანელობას ბოდიშის მოხდისკენ ხოლო საზოგადოებასა და მშობლებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდა.


„მოგესალმებით. ალბათ ყველამ ნახეთ ეს კადრები, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მოხდა. სიმართლე გითხრათ, შეძრწუნებული ვარ, როგორც დედა, როგორც მოქალაქე და როგორც პედიატრი... თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა შეიძლება იდგე ამ წაქცევის უკან? დავუშვათ, რაღაცას წამოედო და იმიტომ წაიქცა, იქნებ რა იტკინა ბავშვმა? და თუ ეს იყო გონების კარგვა და კოლაფსი, რა შეიძლება იდგეს ამის უკან?
რა გულმა გიქნათ, როგორ გააგრძელეთ მაუწყებლობა, ოპერატორს რომელიც ამას იღებდა, წამყვანებს, რომლებიც იყავით სტუდიაში, რა დაგემართათ ადამიანებო?
ბავშვები ცდილობდნენ, ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად ცდილობდა დახმარებოდა ბავშვს და მას რომელიღაც თქვენგანმა ანიშნა, რომ გაეგრძელებინა სიმღერა... გვერდზე მდგომი მამაკაცების,მომღერლების ვინაობაც არ მინდა ვიცოდე...
ჩვენი პრობლემა იცით რაშია? იმაში რომ ჩვენ დედები, ექიმები, ადამიანები, იქ არ ვდგავართ ახლა და პასუხს არ ვითხოვთ ამ გულგრილობისთვის.
კატეგორიულად მოვითხოვ დაიდოს ახსნა განმარტება, რა მნიშვნელობა იდო ასეთი ამ ორწუთიან სიმღერაში,რომ მისი შეწყვეტა არ შეიძლებოდა?" - ნათქვამია ლალი ჯანაშიას ვიდეომიმართვაში.

Your browser does not support the video tag.

ავტორი: ზმნა

06/11/2026

ექიმილალი ჯანაშიაპედიატრიპირდაპირი ეთერი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024