Logo

„რა მოხდება თუ D ვიტამინის ზედმეტ დოზას მივიღებთ?“ - ექიმის განმარტება

„რა მოხდება თუ D ვიტამინის ზედმეტ დოზას მივიღებთ?“ - ექიმის განმარტება

11/20/2025

ტექსტის ზომა

ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი მარინე ძაგნიძე, რომელიც უკვე 25 წელია ამერიკაში ცხოვრობს და საკუთარ სამედიცინო გამოცდილებას გამომწერებს სოციალური ქსელის საშუალებით უზიარებს, ამბობს, რომ D ვიტამინის მიღება საშუალოზე დიდი დოზითაა საჭირო.

„ხშირად მეკითხებიან რა მოხდება თუ ზედმეტ დოზა D ვიტამინს მივიღებთ? 10000 საერთაშორისო ერთეული დღეში თითქოს დიდი ციფრი ჩანს, მაგრამ ასე არ არის.

თუ ვიღებთ D ვიტამინის მცირე დოზას, პირველ რიგში ის მოხმარდება ძვალსახსროვანი სისტემის მომარაგებას. შეამცირებს ანთების ძვალ-სახსროვან სისტემაში, შეამსუბუქებს წელის ტკივილს, რომელიც გაწუხებთ...

დე ვიტამინი

მაგრამ თუ ვიტამინს საშუალოზე ცოტა დიდი დოზით მივიღებთ მაშინ ის ჩვენს ორგანიზმში სხვა სასიცოცხლო ფუნქციებსაც მოხმარდება.
მოწესრიგდება ჩვენი არტერიული წნევა, გაუმჯობესდება დეპრესიული მდგომარეობა, რადგან D ვიტამინი ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდეპრესანტია.

ვიტამინი D აუცილებელია ავტოიმუნური პროცესებისთვის და მისი დიდი დოზით მიღებას ხშირად რემისიულ ფაზაში გადაჰყავს ამ ტიპის დაავადება.

ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ D ვიტამინის მიღება მაგნიუმთან (მაგნიუმის გლუკონატი), K2-თან და თუთიასთან ერთად უნდა მოხდეს,” - ამბობს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დე ვიტამინიდოზაექიმის რჩევებიმარინე ძაგნიძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026