Logo

რა პრობლემებს იწვევს მხოლოდ ერთ მხარეს ღეჭვა?

რა პრობლემებს იწვევს მხოლოდ ერთ მხარეს ღეჭვა?

01/23/2026

ტექსტის ზომა

ბევრი ადამიანი პირის ღრუს ერთი მხარის გამოყენებას გაუცნობიერებლად იწყებს. მიზეზად შეიძლება ჩავთვალოთ ტკივილი, კბილის დეფიციტი, მგრძნობელობა ან უბრალოდ ჩვევა.

ღეჭვა

თავიდან ეს ყოველივე სრულებით უვნებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში სხეული იწყებს კომპენსირებას და სწორედ აქ ჩნდებიან პრობლემებიც.

როდესაც მხოლოდ ერთ მხარეს ღეჭავთ ყბის კუნთები არათანაბრად მუშაობენ, სახის ერთი მხარე უფრო დაჭიმული ხდება, დატვირთულ მხარეს კბილები უფრო სწრაფად ცვდებიან, შეიძლება პრობლემა გამოიხატოს ყბის ტკაცუნით, ტკივილით ან თავის ტკივილითაც კი და ბოლოს, სახე ხდება ასიმეტრიული.

ღეჭვა

ჩვენი პირი უნდა მუშაობდეს ბალანსირებულად. როდესაც ეს ბალანსი ირღვევა, კრიტიკულ ვითარებაში ხვდებიან კბილების ჯანმრთელობა და სახის ფორმა.

ამ საკითხში კარგი ამბავი ის არის, რომ ადრეულ ეტაპზე, უმეტეს შემთხვევაში, ამის გამოსწორება შესაძლებელია, სანამ იგი უფრო დიდ პრობლემად გადაიქცევა.

თუ შეგინიშნავთ, ან შემდეგში შენიშნავთ, რომ სახის ერთი მხარე უფრო დატვირთულია, ვიდრე მეორე, ამ ყოველივეს იგნორირება არ შეიძლება.

წყარო: ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ასიმეტრიაერთ მხარეს ღეჭვასახის კუნთიღეჭვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026