Logo

რა რჩევას აძლევს სოფია ბზეკალავა სასწორებს

რა რჩევას აძლევს სოფია ბზეკალავა სასწორებს

09/14/2026

ტექსტის ზომა

მალე სასწორის ზოდიაქოს დეკადა შემოაბიჯებს. სასწორები დაბადებულნი არიან 24 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით.

ზოგადი მიმოხილვის მიხედვით, ეს ყველაზე მშვიდობისმოყვარე ნიშანია. სასწორები აფასებენ სილამაზესა და ჰარმონიას ყველა თავის გამოვლინებაში: უყვართ პეიზაჟებით ტკბობა, დახვეწილი სამოსის ტარება და საინტერესო, სულიერად მდიდარ ადამიანებთან ურთიერთობა.

სასწორები ქვეცნობიერად ისწრაფვიან ჰარმონიისა და წონასწორობისკენ, ხოლო თუ ვერ იპოვეს, იბნევიან და არ იციან, როგორ იმოქმედონ მოულოდნელ ვითარებებში, მითითებებს გარედან ელოდებიან.

სასწორებს ხშირად საყვედურობენ არაპრაქტიკულობისა და ზედმეტი მეოცნებეობის გამო, უყვართ ოცნება, უფრო მსჯელობა, ვიდრე მოქმედება, ეშინიათ მარცხისა და წარუმატებლობის.

ცხოვრებაში საკუთარ დანიშნულებას დიდი ხნის განმავლობაში ეძებენ; არ მუშაობენ ისეთ ადგილას, სადაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ და ადგილას, სადაც, მათი აზრით, რაიმე ფასეულობა არ გააჩნია. ამის გამო ხშირად ზარმაცსა და განებივრებულს უწოდებენ. მაგრამ ეს სულ ასეც არ არის, რადგან, თუ მათ თავიანთი ნიჭის გამოყენების არეალი იპოვეს, მთლიანად საქმეში ეფლობიან.

მათი ღირსებებია კომუნიკაბელურობა, ტაქტიანობა და პატიოსნება. არიან უანგარო მეგობრები, ბრძენი მრჩევლები, რომლებსაც შეუძლიათ რაციონალურად შეაფასონ ვითარება და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები.

სასწორი

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა კი სასწორებს მიმართავს.

"ყველაზე მთავარი შანსი, რაც ამ თვის ბოლომდე გექნებათ, საკუთარ თავთან დალაგების შესაძლებლობაა. შანსი მიხვდეთ, რომ საკმარისი ხართ და არ ხართ ვალდებული, ვინმეს რამე უმტკიცოთ. არც არის საჭირო, რაც არ უნდა, ამ კუთხით გარემოებებმა ხელი შეგიწყოთ. ჩემი რჩევა იქნება, ნუ შეგეშინდებათ იყოთ განსხვავებული და უნიკალური!"

სასწორი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026