სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პური, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მოსახლეობის ძირითადი საკვებია. იგი ბიოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელი პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება.
არსებული კვლევებით, საშუალო სტატისტიკური ქართველი დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 300 გრამ პურს მოიხმარს, ანუ წლის მანძილზე 109 კგ პურს იღებს, რაც ევროპაში პურის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ პური სასარგებლო პროდუქტია და მისი შემადგენლობაცა და მომზადების წესიც, ჯანმრთელობისათვის საშიშ შედეგებს თითქმის გამორიცხავს, არსებობს საფრთხეები, რაც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტები ამბობენ, რომ დაბინძურების ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებიდან, ყველაზე საყურადღებო პურის ფიზიკური დაბინძურებაა.

მნიშვნელოვანია, როგორ პირობებში ხდება პურის დამზადება, შენახვა, ტრანსპორტირება და მომხმარებლისათვის მიწოდება.
სპეციალისტების აზრით, შედარებით უსაფრთხო ქაღალდში შეფუთული პურებია და არჩევანის შეჩერებას სწორედ ასეთ პროდუქტზე გვირჩევენ.

რაც შეხება სახლის პირობებს, პურის შენახვა ორნაირად შეიძლება: ოთახის ტემპერატურაზე ან გაყინვით.
ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC, ტენიანობა არა უმეტეს 75%) შეუფუთავი პურის შენახვის ვადა როგორც წესი 36 საათია, ხოლო პოლიმერულ აპკში შეფუთული პურის - 72 საათი .
თუ ტენიანობის კონტროლი გვიჭირს, შესაძლებელია ზედმეტი ტენიანობის გასანეიტრალებლად პურთან მარილი ან ნახშირის აბები მოვათავსოთ.

პურის გაყინვის შემთხვევაში იგი აუცილებლად პოლიმერულ აპკში შეფუთული უნდა იყოს. გაყინული პურის შენახვა რამდენიმე თვე შეიძლება. გალღობის შემდეგ იგი თავის თვისებებს აღიდგენს. თუმცა, რა თქმა უნდა, გემოთი და სუნით იგი ახალ გამომცხვარ პურს ვერ შეედრება.
რაც შეეხება ფქვილის ხარისხს. მწარმოებელი ვალდებულია მიუთითოს რა რაოდენობის და რა ტიპის ფქვილს იყენებს პროდუქტის დამზადებისას.
მითითებული ნიშანი „ექსტრა“ და „უმაღლესი ხარისხი“ ნიშნავს, რომ ხორბალი ყველაზე წვრილადაა დაფქულია. თუმცა მისი სარგებლიანობა სწორედ ამ მიზეზით ნაკლებია. წმინდად დაფქულ ხორბალს ორგანიზმი მარტივად ინელებს და ენერგიის დახარჯვა არ სჭირდება.
უკანასკნელ ხანს ტრენდული გახდა ჭვავისა და ქატოს, ასევე ალაოს შემადგენლობიანი პურის მოხმარება. აქ ყურადღების მიქცევა ინგრედიენტების რაოდენობას სჭირდება.

პურს შეიძლება ეწეროს „ჭვავის პური“, მაგრამ ინგრედიენტებში მითითებული იყოს, რომ მასში ხორბლის ფქვილი ჭვავის ფქვილზე მეტია.
კიდევ ერთი საფრთხე, რომელსაც პურის მოხმარებისას შეიძლება წავაწყდეთ საღებავებია. საღებავის გამოყენების შემთხვევები თეთრ პურის დამზადებისასაც ხდება, ეჭვი მაშინ უნდა გაჩნდეს, მაშინ როცა პური არაბუნებრივად ქათქათაა და სპეციფიკური სუნი აქვს.
გაცილებით ხშირია საღებავების გამოყენება მუქი შეფერილობის პურის დამზადებისას.

ცეხვილი პურის, ჭვავისა და ალაოს გამოყენებით დამზადებული პური, ბუნებრივადაც მუქი შეფერილობისაა, თუმცა არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი ზოგჯერ ასეთი პროდუქტის მისაღებად ჩვეულებრივ ხორბლის თეთრ პურს მუქად ღებავს.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი სოფიო გიორხელიძე ამბობს, რომ საღებავის აღმოჩენა პურში მარტივია. ხშირად დაჭრისას თვალსაჩინოა, რომ საღებავი არათანაბრადაა განაწილებული, ზოგჯერ საღებავის სპეციფიკური სუნი და გემო იგრძნობა.
უფრო დეტალური დაკვირვებისთვის კი გიორხელიძე მომხმარებელს საინტერესო მეთოდს სთავაზობს

პურის ნაჭერი ავიღოთ და სუფთა წყლიან ჭურჭელში ჩავფხვნათ.
თუ წყალი სუფთა დარჩა, ე.ი. პური ბუნებრივად მუქია, თუ წყალი გამუქდა, საქმე საღებავთან გვაქვს.
10/29/2025