სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სელის თესლი ერთ-ერთი უძველესი “სუპერ-საკვებია”, რომელსაც ადამიანები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ.
თავად სელი ერთ ან ორწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა, რომელიც ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში ხარობს. აქვს სხვადასხვა ფერის – ცისფერი, ყვითელი, წითელი ან თეთრი ყვავილები და მოყვითალო ან ყავისფერი თესლი.

სასარგებლო ნივთიერებები სწორედ თესლში, უმთავრესად კი მის ქერქშია თავმოყრილი.
მიუხედავად იმისა, რომ თესლის მარცვლები ზომაში პატარაა, ის ნამდვილ ენერგიის ბომბად შეიძლება ჩაითვალოს.

სელის თესლი მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯერი ცხიმოვანი მჟავები (ომეგა-3 და ომეგა-6), უჯრედისი და ლიგნანები (მცენარეული ჰორმონები).
სელის თესლი ორგანიზმს ამარაგებს ისეთი მნიშვნელოვანი მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, თუთია, მანგანუმი, სპილენძი, მაგნიუმი, რკინა.
სელი ასევე E და B ჯგუფის ვიტამინების მდიდარი წყაროა.

ცხიმოვანი მჟავები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს და იცავენ გულს.
ლიგნანები იცავენ უჯრედებს დაბერებისგან და ამცირებენ კიბოს რისკს.
ბოჭკოები წმენდენ ნაწლავებს და ხელს უწყობენ ორგანიზმის ბუნებრივ დეტოქსს, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და ხელს უშლიან დაბერებას.
E ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და ნაადრევი დაბერებისგან.

განსაკუთრებული პოპულარობით სელის თესლი წონის კლების მსურველებში სარგებლობს. დიეტოლოგები ამბობენ, რომ ის ნაწლავებში შუპდება და მუცელში სისავსის შეგრძნებას იწვევს, რაც მადის კონტროლში გვეხმარება.
ეს თესლი არამარტო მადას ამცირებს, არამედ შიგნიდან ასუფთავებს ორგანიზმს. ეხმარება სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას და მეტაბოლიზმის დაჩქარებას.
სელის თესლს სასიამოვნო თხილისებური გემო აქვს. ამიტომ მისი მირთმევა უმადაა შესაძლებელი.

შეგიძლიათ პირდაპირ მოაყაროთ ნებისმიერ საკვებს. თუმცა მისი მიღება დაფქული და წყალში გაჟღენთილი ფორმით უფრო სასარგებლოა.
სასურველია დაამატოთ იოგურტში, ფაფაში, სალათაში ან უბრალოდ, ერთ ჩაის კოვზ თბილ წყალში გახსნილი მიირთვათ.
11/10/2025