Logo

ჯანმრთელობა

რა შეიძლება გამოიწვიოს წარბებს შორის სივრცის ფილერით შევსებამ - დერმატო-კოსმეტოლოგის რჩევა

რა შეიძლება გამოიწვიოს წარბებს შორის სივრცის ფილერით შევსებამ - დერმატო-კოსმეტოლოგის რჩევა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დერმატო-კოსმეტოლოგი ნინო ღვინიაშვილი თავის გამომწერებისთვის ავრცელებს ვიდეოს, სადაც ყურადღებას ამახვილებს ფილერით წარბებს შორის არეის შევსებაზე.

წარბები

რატომ მიიჩნევა ეს ადგილი ესთეტიკური ცვლილების ჩასატარებლად ყველაზე საშიშ ზონად?

ნინო ღვინიაშვილი: კოსმეტოლოგიაში ყველაზე საშიშ პროცედურად ფილერით წარბებს შორის სივრცის შევსება ითვლება. გლაბელარულ ზონაში მძლავრი სისხლმომარაგებაა. ყველასთვის ცნობილი თვალბუდის არტერია მიემართება წარბებშორის სივრცეში. აქედან გამომდინარე, თუ ერთი წვეთი ფილერიც კი მოხვდა მასში, ან მის ახლოს მდებარე რომელიმე სისხლძარღვზე მოახდინა კომპრესია, სავალალო მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეთ. ეს პაციენტის სიბრმავითაც შეიძლება დასრულდეს.

ნინო ღვინიაშვილი

არაფერს ვამბობთ, იმ გვერდით მოვლენებზე, რაც შეიძლება ახლდეს პროცესს. ეს არის ქსოვილის ნეკროზი, რომელმაც შეიძლება დატოვოს დანაწიბურებული არე. შეიძლება განვითარდეს შეშუპება, ტკივილი. მეორადად განავითაროს ბაქტერიული ინფექცია. აქედან გამომდინარე ამ საშიშროების დროულად ამოცნობა მნიშვნელოვანია.

ავტორი: ზმნა

05/12/2026