
09/18/2026
ხშირად მუხლის არეში ტკივილის გაჩენისას პირველი რეაქცია მალამოების, გელებისა და დროებითი გამაყუჩებლების გამოყენებაა. თუმცა, ფუნქციური მედიცინისა და კინეზიოლოგიის თანამედროვე მიდგომები გვიჩვენებს, რომ სახსრების ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი შინაგანი ორგანოების, კერძოდ, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებასთან.
როდესაც ორგანიზმში დეტოქსიკაციისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესები ირღვევა, ეს იოგების ელასტიკურობაზე, ხრტილოვან ქსოვილსა და კუნთოვან ბალანსზე პირდაპირ აისახება.
მანუალური თერაპევტი მამუკა რაშოიანი განმარტავს თუ რა ფარული მიზეზები შეიძლება იდგეს მუხლის ქრონიკული ტკივილის უკან და რატომ არის აუცილებელი პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა?
"მუხლის სახსარზე მალამოების გამოყენებით, ხშირად მხოლოდ სიმპტომების დროებითი ჩახშობა ხდება. მუხლის ტკივილის მიზეზი კი შესაძლოა განსხვავებული იყოს.

ფუნქციურ მედიცინასა და კინეზიოლოგიაში სახსრების ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია შინაგან ორგანოებთან. ღვიძლი პასუხისმგებელია მყესებისა და იოგების ელასტიკურობაზე, მისი დისფუნქციისას სახსარი კარგავს სტაბილურობას. როდესაც ღვიძლი ვერ აუდის დეტოქსიკაციას, მეტაბოლური ნარჩენები სახსრებში იწვევს ანთებას და ტკივილს.
ნაღვლის შეგუბება აფერხებს D ვიტამინის და K ვიტამინის ანუ იმ ნივთიერებების ათვისებას, რაც აუცილებელი ხრტილის აღდგენისთვის.
ღვიძლისა და ნაღვლის პრობლემების დროს რეფლექსურად სუსტდება ბარძაყის კუნთები, რაც იწვევს მუხლის არასწორ დატვირთვას.

ამიტომ მუხლის ტკივილისას, პრობლემის მოგვარების მხოლოდ ადგილობრივად მოგვარების მცდელობა არასწორი გადაწყვეტილებაა.
სახსრების პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. პირველ რიგში კვების კორექცია, ნაღვლის დენის მოწესრიგება და სწორი ფიზიკური დატვირთვა," - განმარტავს მანუალური თერაპევტი.
გააზიარე სტატია