Logo

რა შეიძლება იწვევდეს ობსესიურ-კომპულსიურ მდგომარეობას? - ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი

რა შეიძლება იწვევდეს ობსესიურ-კომპულსიურ მდგომარეობას? - ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი

05/11/2026

ტექსტის ზომა

ობსესიურ-კომპულსიურ მდგომარეობაზე (OCD) საუბრისას, ადამიანების უმეტესობას გამუდმებით ხელების დაბანა და წესრიგისადმი გადაჭარბებული მოთხოვნილება ახსენდება. თუმცა, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები განმარტავენ, რომ ეს მდგომარეობა ბევრად უფრო ღრმა და რთული ფსიქიკური პროცესია.

სპეციალისტების განმარტებით, ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობა ხშირად ადამიანის შინაგან შფოთვასთან, დაუცველობასთან და კონტროლის მძაფრ მოთხოვნილებასთან არის დაკავშირებული. მშფოთვარე აზრები, განმეორებადი რიტუალები და მუდმივი შინაგანი დაძაბულობა მხოლოდ ზედაპირზე ჩანს. რეალურად კი, ფსიქიკა ამ გზით, ემოციურ ქაოსთან და შიშთან გამკლავებას ცდილობს.

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმპტომების „ჩახშობა“, არამედ იმის გააზრება, რას ეუბნება ადამიანს საკუთარი ფსიქიკა ამ მდგომარეობის საშუალებით.

OCD

"ობსესიურ-კომპულსური მდგომარეობა მხოლოდ „ქცევითი დარღვევა“ არ არის. ის ხშირად განიხილება როგორც ფსიქიკის მცდელობა, აკონტროლოს რაღაც უფრო ღრმა, ქაოსური ან არაცნობიერიდან ამომავალი ძალა.
ობსესია შეიძლება იყოს აზრი, რომელიც ცნობიერებაში იჭრება, რადგან ფსიქიკის რომელიღაც ნაწილი არ არის ინტეგრირებული.
კომპულსია კი რიტუალია, რომლითაც ადამიანი ცდილობს
შფოთვის შეკავებას, შინაგანი ქაოსის კონტროლს „საფრთხისგან“ თავის დაცვას ან არაცნობიერი იმპულსების განეიტრალებას...
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმპტომის მოშორება, არამედ კითხვა „რას ცდილობს ფსიქიკა ამ სიმპტომით?“
მაგალითად, გადაჭარბებული წესრიგის მოთხოვნილება ზოგჯერ შეიძლება მიუთითებდეს: ძლიერი ჩრდილის შიშზე;
ქაოსის მიუღებლობაზე; ძლიერი სუპერ-ეგოს გავლენაზე
ან ღრმა შინაგან დაუცველობაზე...
ხშირად OCD-ს მსგავსი სტრუქტურის ადამიანებში შეიმჩნევა
გადაჭარბებული თვითკონტროლი, ემოციების შეკავება,
„არასწორი“ აზრების მიმართ შიში ან ძლიერი პასუხისმგებლობის განცდა," - წერს ფსიქოლოგი.





გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ნონა ხიდეშელიობსესიურ-კომპულსურ მდგომარეობაფსიქოლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026