Logo

რელიგია

რა შემთხვევაში ითვლება წირვის გაცდენა მძიმე ცოდვად - მიზეზთა ნუსხა

რა შემთხვევაში ითვლება წირვის გაცდენა მძიმე ცოდვად - მიზეზთა ნუსხა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იცით, რომ მართლმადიდებლისთვის კვირაობის წირვაზე სიარული აუცილებელია. ამ დროს სულ ბრძოლები გვაქვს, გვეზარება, მიზეზებს ვეძებთ, რომ არ წავიდეთ. ხშირ შემთხვევაში, კვირა დილას, გამოძინება და საწოლში ნებივრობა გვინდება. ეს ეშმაკის ხრიკებია. ის "ყველაფერს აკეთებს", რომ ჩვენ წირვა გავაცდინოთ.

ვის ეპატიება წირვის გაცდენა:

  1. წირვის გაცდენა ეპატიება მას, ვინც უძლურებაშია და არ შეუძლია გადაადგილება. ასეთ დროს, მოძღვარი სახლში იბარებს აღსარებას და აზიარებს ავადმყოფს.
  2. ვისაც ავადმყოფი ყავს და არ შეუძლია მისი დატოვება.
  3. წირვის გაცდენა ეპატიება ექიმს, თუ მას აქვს ჩასატარებელი გადაუდებელი ოპერაცია.
  4. თუ ადამიანი მუშაობს კვირაში შვიდი დღე და ვერ შოულობს ისეთ სამსახურს, სადაც შეძლებს კვირა დღეს დასვენებას. (ასეთ შემთხვევაში, არსებობს ღამისთევის წირვები. ზოგი ადამიანი ისვენებს არა კვირას, არამედ რომელიმე სხვა დღეს. ამ მიზეზით, ზოგიერთ ტაძარში ყოველდღიურად აღევლინება ლიტურგია)

ადამიანს წირვის გაცდენა არ ეპატიება იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ აქვს ობიექტური მიზეზი და წირვას აცდენს იმ მიზეზით, რომ: ეზარება დილით ადრე ადგომა, მრევლის ან მოძღვრის შეცდომების გამო ბრკოლდება ან უბრალოდ არ მიიჩნევს, რომ წირვაზე დასწრება არის აუცილებელი.

ასეთ შემთხვევაში, წირვის გაცდენა მძიმე ცოდვად ითვლება.

ავტორი: ზმნა

04/17/2026