Logo

საიდან მოდის გამოთქმა „აქილევსის ქუსლი“

საიდან მოდის გამოთქმა „აქილევსის ქუსლი“

11/06/2025

ტექსტის ზომა

აქილევსის ქუსლს უწოდებენ სუსტ ადგილს, რომელიც საქმეს ან პიროვნებას დაღუპვას უქადის.
გამოთქმა, ბერძნული მითოლოგიის ცნობილი გმირის, აქილევსის ამბავს უკავშირდება.

აქილევსის გმირობის შესახებ არაერთი მითი და ლეგენდა გვიამბობს. თუმცა მეტყველებაში ადგილი აქილევსის გმირობამ კი არა, მისმა სუსტმა წერტილმა - ქუსლმა დაიკავა.

ლეგენდის მიხედვით, აქილევსი მიწიერი პელევსის და ზღვის ქალღმერთი თეტიდას შვილი იყო. ის მამის მსგავსად მოკვდავი დაიბადა. შვილის დასაცავად და მისთვის უკვდავების მისანიჭებლად, დედამ ბავშვი მდინარე სტიქსის წყალში დაბანა. თუმცა, ბავშვის ფეხის ქუსლი, რომლითაც დედას აქილევსი ეჭირა, არ დასველებულა და დაუცველი დარჩა.
სწორედ აქილევსის სუსტი ადგილით ისარგებლა წლების შემდეგ პარისმა და აქილევსს ისარი ქუსლში დაუმიზნა.

აქილევსი

დღეს "აქილევსის ქუსლი" მეტაფორული აზრის მატარებელია. ის როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი გაგებით “სუსტ ადგილს” ნიშნავს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აქილევსიაქილევსის ქუსლიგამოთქმამითოლოგია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026