სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ვარჯიშის დროს, ძალიან ღრმად დახრა ან მოძრაობის დიდი ამპლიტუდით შესრულება, უკეთეს შედეგს არ ნიშნავს.
ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტექნიკური შეცდომაც კი საკმარისია, რომ სასარგებლო ვარჯიშმა ხერხემალსა და კუნთებზე არასასურველი დატვირთვა შექმნას. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარჯიშების შესრულების სწორი ტექნიკების შესახებ ინფორმაციის მიღება.
მანუალური თერაპევტი მამუკა რაშოიანი განმარტავს, როგორ შევასრულოთ წინ დახრა სწორად და უსაფრთხოდ, ისე, რომ სხეულს დავეხმაროთ და არ ვავნოთ.

"არასწორმა ტექნიკამ წინ დახრისას, შეიძლება ხერხემალი გადატვირთოს.
ხშირად, როდესაც ფეხის უკანა კუნთების დაჭიმვას ან უბრალოდ წინ დახრას ვცდილობთ, ინსტინქტურად ზურგს ვამრგვალებთ, რომ იატაკს შევეხოთ. ეს არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც წელის არეში ზედმეტი დაძაბულობა მოაქვს!
რა შეცდომებს ვუშვებთ ხშირად?
მორკალული / მოხრილი ზურგი - ხერხემალი კარგავს ბუნებრივ მდგომარეობას.
დაჭიმული მხრები - დაძაბულობა გადადის კისერსა და ზედა ზურგზე.
მოდუნებული კორპუსი - მუცლის კუნთები არ არის ჩართული.
წონა მხოლოდ ქუსლებზე - ბალანსი ირღვევა და თეძოები ქუსლების გასწვრივ აღარ დგას.

როგორ გავაკეთოთ ვარჯიში სწორად?
გაასწორეთ ხერხემალი - ზურგი უნდა იყოს გრძელი და წაწვერილი, თითქოს წელში იჭიმებით.
ჩართეთ კორპუსი - ოდნავ შეწიეთ ჭიპი შიგნით (მუცლის კუნთები აქტიურია).
გადაანაწილეთ წონა - წონა თანაბრად უნდა მოდიოდეს მთელ ტერფზე.
გამოიყენეთ დამხმარე ბლოკები - თუ იატაკამდე ხელები არ წვდება, ნუ მოხრით ზურგს! დაეყრდენით იოგას ბლოკებს ან ნებისმიერ მყარ საყრდენს.
ოქროს წესი: უპირატესობა ყოველთვის მიანიჭეთ ხერხემლის სწორ პოზიციას და არა იმას, თუ რამდენად დაბლა ჩახვალთ!" - გვირჩევს მანუალური თერაპევტი.
08/13/2026