ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხშირად გვიკვირს, რატომ მეორდება ჩვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე არასასურველი სცენარები. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამას მარტივი, მაგრამ საკმაოდ დრამატული მიზეზი აქვს. ჩვენი ტვინი ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს ის, რისიც ქვეცნობიერად სჯერა.
თუ ბავშვობაში მივიღეთ ტრავმული დასკვნა, რომ „ოჯახი უბედურების ადგილია“, ჩვენი გონება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს „სიმართლე“ რეალობაშიც განხორციელდეს.
რატომ ხდება ასე და რა კავშირი აქვს ამას ბედნიერების ჰორმონებთან? - ამის შესახებ ისაუბრა ფსიქოლოგმა ვახტანგ ჯაფარიძემ რუსა მაჭარაშვილის პოდკასტში "თვითფლობა".

„ჩვენს ტვინს უნდა ერთი რაღაც, რომ რაზეც არის დაპროგრამებული, ის უნდა გამართლდეს. საუბარია იმ შემზღუდავ დასკვნაზე, რომელიც მე ოდესღაც გავაკეთე.
მაგალითად, ოჯახში სიტუაცია იყო ჩემთვის მატრავმირებელი და გავაკეთე დასკვნა, რომ ოჯახი არის ის ადგილი, სადაც ადამიანი არის უბედური...
და შემდეგ რა მოხდება?- ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, აღარ მომინდება ოჯახის შექმნა, უარეს შემთხვევაში, ჩემი ტვინი მომაქცევს ზუსტად ისეთ სიტუაციაში, სადაც ოჯახში ვიქნები უბედური...
რატომ? ჩვენს ტვინს საერთოდ არ აინტერესებს სიბრძნის და ჭეშმარიტების ძიება.
რისიც მე სიღრმისეულად, გაუცნობიერებლად მჯერა,(მაგალითად, რომ ოჯახი არის ადგილი, სადაც ადამიანი არის უბედური), როდესაც ჩემს ცხოვრებაში რეალურად ეს სიტუაცია ესე თამაშდება, ამ შემთხვევაში ხდება ბედნიერების ჰორმონების გამოყოფა. იმის გამო, რომ მართალი აღმოჩნდა ჩემი ტვინი.

და იმ ტრავმის შედეგად გაკეთებულმა, რაღაც შემზღუდავმა, ნეგატიურმა დასკვნამ, შეიძლება ბედის სერიოზული დეფორმაცია გამოიწვიოს, აბსოლუტურად დაუნგრიოს ადამიანს ცხოვრება. იმიტომ, რომ მერე იმ დასკვნის ჭრილში უყურებს მთელ დანარჩენ ცხოვრებას,“ - განმარტავს ფსიქოლოგი.
05/14/2026