Logo

ასტროლოგია

არ გამოგრჩეთ! ამ ყველაფერს 5 დეკემბრის სავსემთვარეობაზე ვაკეთებთ

არ გამოგრჩეთ! ამ ყველაფერს 5 დეკემბრის სავსემთვარეობაზე ვაკეთებთ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ადამიანისთვის მთვარე ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე ციური სხეული.

სავსემთვარეობა — ანუ ის მდგომარეობა, როდესაც დედამიწიდან მთვარის დისკო სრულიად განათებული ჩანს, საუკუნეების განმავლობაში აღიქმებოდა როგორც ენერგეტიკული პიკი, მომენტი, როცა დაგროვებული შინაგანი ენერგიები ადამიანებს უფრო სენსიტიურებად აქცევს, ინტუიციას კი საოცრად აძლიერებს.

სავსემთვარეობა

რა არის სავსემთვარეობა სინამდვილეში?

ასტრონომიულად ეს არის ფაზა, როცა მთვარე, დედამიწა და მზე ერთ ხაზზე დგანან, და მზის სხივი მთვარის განათებულ მხარეს სრულად ასხივებს. ამიტომაც გვეჩვენება, რომ მთვარე სრულია, მბზინვარე და თითქოს ჩვენთან უფრო ახლოსაა.

ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ სავსემთვარეობის დროს იცვლება ბუნება, იზრდება ზღვის მიქცევა-მოქცევა, ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება, ემოციური ამპლიტუდა კი იზრდება.

ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს, რომ ამ ფაზას განსაკუთრებული გავლენა მიეწეროს.

სავსემთვარეობა

რატომ მიიჩნევენ სავსემთვარეობას მისტიკურ მოვლენად?

სავსემთვარეობას ოდითგანვე ნათელ სიმბოლოს — განწმენდისა და განახლების მომენტს უკავშირებდნენ. ძველ კულტურებში ეს დღე მაგიურ რიტუალებთან, ფიცებთან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასთან, შინაგანი სამყაროს შეცნობასთან ასოცირდებოდა.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ როდესაც რომელიმე მოვლენას შეგნებულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ჩვენი ქცევაც და გადაწყვეტილებებიც შესაბამისი მიმართულებით იცვლება. ამიტომაც სავსემთვარეობა დღემდე რჩება ერთგვარ „ენერგეტიკულ გზაგასაყარად“, როცა ადამიანები საკუთარ ცხოვრებაში რაღაც ახალს იწყებენ ან ძველს ასრულებენ.

რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა 5 დეკემბრის სავსემთვარეობაზე იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ?

ასტროლოგები, ეზოთერიკოსები, მაგები და ამ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გადადგმულ ნაბიჯებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც მისტიკის მოყვარულებმა კარგად იციან და ამ პრაქტიკების დახმარებით წარმატების მიღწევასაც ახერხებენ.

სავსემთვარეობა

1. პირველ რიგში დაალაგე ოთახი, გაწმინდე ფანჯრები და სარკეები, გადააგდე ზედმეტი ნივთები…

ეს მოქმედება ადგილს უთავისუფლებს ახალ ენერგიას და ტვინსაც აძლევს სიგნალს, რომ რაღაც ძველი დასრულდა და ახალი იწყება.

სავსემთვარეობა

2. ფურცელზე ჩამოწერე ის ემოციები, ჩვევები, სიტუაციები ან ადამიანები, რომელთა დატოვებაც გინდა წარსულში.

ეს ფურცელი შეგიძლია წვრილ ნაკუწებად დახიო, დაწვა ან თვალისთვის მიუწვდომელ ადგილზე შეინახო.

სავსემთვარეობა

3. სავსემთვარეობა არა მხოლოდ დასრულების, არამედ მიზნების განახლების პერიოდიც არის. ამიტომ მეორე ფურცელზე დაწერე რა გინდა, რას ნატრობ, რა ოცნების ასრულების იმედი გაქვს?

შეეცადე სურვილებს სახელები ზუსტად დაარქვა. კონკრეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

სავსემთვარეობა

4. ჩართე წყნარი, ნაზი მუსიკა, აანთე სანთელი, მოიმზადე ცხელი ჩაი ან ყავა განწყობის შესაქმნელად და მოუსმინე საკუთარ თავს. სავსემთვარეობის პერიოდში ინტუიცია ძლიერდება, ამიტომ იდეები, რომლებიც ამ დროს მოდის, ხშირად საყურადღებოა.

სავსემთვარეობა

5. არ დაგავიწყდეს მადლიერების გამოხატვა. ჩამოწერე 5 რამ, რისთვისაც მადლიერი ხარ. ეს ტვინს რეფლექსურად წარმატებისკენ და კეთილდღეობისკენ მიმართავს.

სავსემთვარეობა არის მომენტი, როცა ბუნება თითქოს სუნთქვას აჩერებს და აქცენტს აკეთებს სინათლეზე.

ასტროლოგები ამბობენ, რომ 5 დეკემბრის სავსემთვარეობა ასოცირდება:

• ძველის დასრულებასთან

• ჭეშმარიტების პოვნასთან

• ახალ გადაწყვეტილებებთან

• ურთიერთობების დახარისხებასთან და იმის გარკვევასთან – ვინ რა როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში

სავსემთვარეობა

ეს დღე ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანი მკაფიოდ დაინახოს, რა აღარ ემსახურება მის კეთილდღეობას და სად არის მისი რეალური ძალა.

5 დეკემბერი შეიძლება გახდეს პირადი დასკვნების გამოტანის, ემოციური გადატვირთვისა და ახალი მიზნების დასახვის იდეალური დრო.

მთავარია, გამოიყენოთ მომენტი.

ავტორი: ზმნა

12/04/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024