Logo

სასარგებლო რჩევები

რა უნდა გავითვალისწინოთ გათბობის ჩართვამდე?

რა უნდა გავითვალისწინოთ გათბობის ჩართვამდე?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად, სახლში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნება პრობლემატური ხდება.

გარეთ ისევ თბილა, მაგრამ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, გათბობის საშუალებების ჩართვა უკვე გადაწყვიტა.

გათბობა

როდის და როგორ ჩავრთოთ გამათბობელი ჩვენს ბინაში და რა უნდა გავითვალისწინოთ გათბობის ჩართვამდე?

zmna.ge-ს მკითხველს თბილისი ენერჯის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძის რეკომენდაციებს ვთავაზობთ.

გიორგი ლეფსვერიძე:

„პირველი რეკომენდაცია, ნებისმიერი მოქალაქისათვის არის მოითხოვოს საკუთარ სახლში გაზსადენის ტექნიკური გამართულობის შემოწმება.

ამ პროცედურას „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს.

გათბობა

ნებისმიერ მოქალაქეს, შეუძლია დარეკოს 114-ზე ან თბილის ენერჯის ცხელ ხაზზე 2404004 . კომპანია მინიმალურ დროში უზრუნველყოფს დანადგარის ტექნიკური გამართულობის შემოწმებას და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ადგილზე გამოასწორებს მას.

შეგახსენებთ, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა და მომსახურების მიღება სრულიად უფასოა.

გათბობა

ასევე გაზგაყვანილობის სისტემის შემოწმება სასურველია, როცა ბინა გარკვეული დროით დაკეტილია და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხდება სისტემის თავიდან ჩართვა.

გაზი საფრთხის შემცველი აირია, ამიტომაც ჩემი რჩევაა, ახლობლებს, მეგობრებს ან არაკვალიფიციურ ხელოსნებს ნუ ანდობთ სახლში გაზგაყვანილობის დამონტაჟებას.

გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობით რეგულირებული გაზის მონტაჟის, პროექტირების, ექსპლუატაციაში მიღებისა და ზედამხედველობის წესი."

გათბობა

რაც შეეხება, გამათბობლისა და წყალგამაცხელებლის ტიპებს, გიორგი ლეფსვერიძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია და რისკის შემცველი, ღია წვის კამერიანი გამათბობლები მოსახლეობის ბინებში თითქმის აღარ გვხვდება.

თუმცა მოსახლეობის კიდევ ერთხელ ინფორმირებისათვის აუცილებელია ყველას შევახსენოთ, რომ სახლში, დახურულ სივრცეში ღია წვის კამერიანი გამათბობლისა და წყლის გამაცხელებლის დამონტაჟება ძალიან დიდი რისკებთანაა დაკავშირებული.

გიორგი ლეფსვერიძე:

„თვითონ რომ არ იქცეთ სპეციალისტებად, ჩვენ გადავამოწმებთ და გეტყვით ღიაა თუ დახურული თქვენი დანადგარის წვის კამერა.

შეგახსენებთ, რომ რომ ღია წვის კამერიანი დანადგარი მუშაობისას თქვენს სივრცეში არსებულ ჟანგბადს მოიხმარს და როცა ჟანგბადი არაა საკმარისი, წვას არასაკმარისი ჟანგბადით აგრძელებს და სწორედ ამ არასრული წვის პროდუქტია CO (ცეო), რომელიც უდიდესი საფრთხის შემცველია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დახურულ კამერიანი დანადგარის ყიდვა, პრობლემას მთლიანად არ აგვარებს, რადგან კუსტარულად დამონტაჟებული, ნებისმიერი სახის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი საშიშია.

გათბობა

მოსახლეობაში გავრცელებულია გაზის გამართულად მუშაობის საპნიანი ქაფით შემოწმების მეთოდი. საპნიანი წყლით შემოწმება უტყუარი, მაგრამ მოძველებული მეთოდია. თუ ეჭვი გაქვთ, რომ რამე არასწორად მუშაობს ან უარეს შემთხვევაში გრძნობთ გაზის სპეციფიკურ სუნს, ექსპერიმენტებს და თვითნებურ შემოწმებას ჯობს თავი დაანებოთ და სპეციალისტების ჯგუფი გამოიძახოთ.“

ავტორი: ზმნა

10/30/2025

გაზიგათბობარჩევებისაფრთხეცხელი ხაზი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024