ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფენ შუი უძველესი აღმოსავლური ხელოვნებაა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის წარმატებული და ჰარმონიული ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მისი საცხოვრებელი გარემო მოწყობილი.
როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი სახლი საახალწლოდ და როგორ გავშალოთ სუფრა ისე, რომ 2026 წლის ენერგიას შეესაბამებოდეს?
ფენ შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გირჩევთ:
„გადააფარეთ თეთრი სუფრა წითელი ან ოქროსფერი ორნამენტებით. სერვირებაც უნდა იყოს მწვანე, წითელი და ოქროსფერი. არანაირი ლურჯი და ცისფერი რადგან ეს ფერები წყალთან ასოცირდება და მათ დეკორში დისბალანსის შეტანა შეუძლიათ.

ხილის ლარნაკი, რომელიც მაგიდის ცენტრში განთავსდება, მრავალფეროვანი უნდა იყოს. სასურველია წითელი და მწვანე ხილი, რა თქმა უნდა არ დაივიწყოთ ტრადიციულად ოქროსფერი მანდარინი და ფორთოხალი - სიმდიდრისა და ბარაქის მომტანი.
საახალწლო სუფრასთან, სუფრის თავში აუცილებლად ოჯახის უფროსი უნდა იჯდეს. სწორედ მის მხარეს უნდა განათავსოთ 1 ცალი ან 9 ცალი წითელი ან ოქროსფერი სანთელი და გვერდზე დაუდგით ცხენის ფიგურა. მოპირდაპირე მხარეს 20-30 სმ-ის დაშორებით არ გამოგრჩეთ გველის ფიგურაც რადგან ჯერ კიდევ ისაა წლის ბატონი.

სანთელი უნდა დაანთოს ოჯახის უფროსმა 12 საათამდე 15-20 წუთით ადრე და ენთოს ბოლომდე.
თუ გაქვთ ნალი (ახალი) შეაბით წითელი და მწვანე ლენტები და დადეთ ხილის ან ტკბილეულის ვაზაზე გახსნილი პირით ზემოთ. დღესასწაულების შემდგომ ეს ნალი შემოსასვლელი კარის ზემოთ დაამაგრეთ(გაითვალისწინეთ არა გვერდით, არამედ აუცილებლად ზემოთ და ცენტრში)ისე, რომ მიიღოთ ამოტრიალებული ქართული ასო „ი“-ს ფორმა.

ტკბილეული დადეთ ხილთან ახლოს. სასურველია ის იყოს რამდენიმე სახის და არჩევანი ფხვიერი შაქარლამებზე გააკეთეთ. ტკბილეული სუფრაზე თავიდანვე განათავსეთ და არა სადილის დასრულების შემდეგ.
ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია და ამიტომ სუფრაზე მაქსიმალურად ბევრი მწვანე სალათა და კერძი უნდა იყოს. საუკეთესო იქნება სტაფილოს სალათის მომზადებაც... აუცილებლად მაგიდის შუაგულში დადგით სტაფილოებით გაფორმებული სალათის ფოთლები და მწვანილი.

სუფრაზე აუცილებელია შვრიის ორცხობილები, გვერდით კი მოზრდილი სამარილე ან ფიალა მარილით (კარგი იქნება თუ ქვამარილს დაამატებთ).
წლის მბრძანებელს ცხენს და ცეცხლს არ უყვართ წყალი და არც წყლის ბინადრები. ასე რომ, თევზი და ზღვის პროდუქტები, ან საერთოდ არ განათავსოთ მაგიდაზე ან ძალიან მცირე რაოდენობით მიიტანეთ და მწვანილის ფოთლებით გააფორმეთ.
ხორციანი კერძებიც გააფორმეთ მწვანე ფოთლებით და განათავსეთ მომწვანო ჭურჭელზე. არ შეიძლება ახალ წელს თხის ხორცის მირთმევა. რადგანაც ცხენს უყვარს თხა და თუ მის საყვარელ არსებას დაახვედრებთ მაგიდაზე, ეს მას თქვენდამი კეთილად არ განაწყობს.

წლის ერთ-ერთი თილისმა ნალთან ერთად გახლავთ ფოჩი, რაც ცხენის კუდთან და თმასთან ასოცირდება. გააფორმეთ სუფრის დეტალები წითელი, ოქროსფერი და მწვანე ფოჩებით. ფოჩები ჩამოკიდეთ სუფრაზე, სასმელებზე, ყვავილებზე, ფარდებზე და თუნდაც მანქანაშიც კი.
არ დადოთ მაგიდაზე წყლის ბოთლები ან წყლიანი ჭიქა. წყალი ჩაანაცვლეთ ტკბილი ლიმონათით ან შინაური კომპოტით.
12/19/2025