Logo

რა უნდა ვიცოდეთ ჭინჭრის ციების შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ ჭინჭრის ციების შესახებ?

01/13/2026

ტექსტის ზომა

სადღესასწაულო დღეებში, გადატვირთული მენიუ, ჰისტამინების შემცველი საკვები და სასმელი ალერგიების გააქტიურებას იწვევს. რატომ ხდება არასწორი კვებისას ურტიკარიის გააქტიურება და რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა? ამასთან დაკავშირებით გზამკვლევს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი აქვეყნებს.

ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე

ჭინჭრის ციება ვითარდება, როდესაც კანის უჯრედები გამოყოფენ ჰისტამინს და სხვა ანთებით მედიატორებს, რაც იწვევს ქავილს, წითელი ფერის ამობურცულ გამონაყარს, შეშუპებას.

ურტიკარია

ჰისტამინი წარმოადგენს ამ სიმპტომების (ქავილი, სიწითლე, შეშუპება) გამომწვევ მიზეზს.

ჰისტამინის ჭარბი წარმოება უჯრედების მიერ შეიძლება გამოწვეული იყოს: ალერგიით, ინფექციით, სტრესით ან აუტოიმუნური პროცესებით, მაგრამ ხშირად კონკრეტული მიზეზი უცნობია.

ანტიჰისტამინები (ანტიალერგიული მედიკამენტები) ეფექტურია სამკურნალოდ, რადგან ისინი ბლოკავენ ჰისტამინის რეცეპტორებს და ამით ამსუბუქებენ სიმპტომებს.

რომელი საკვებს შეუძლია გამოიწვიოს ან გაამწვავოს ურტიკარია (ჭინჭრის ციება)?

ჰისტამინის შემცველი საკვები:

ჰისტამინი

- ფერმენტირებული საკვები (მაგ.: მწნილები, იოგურტი, სოიოს სოუსი და სხვა)

- დაძველებული ყველი

- ალკოჰოლი (ღვინო, ლუდი, შამპანური და სხვა), ძმარი)

- ბოსტნეული (პომიდორი, ბადრიჯანი, ისპანახი)

- გადამუშავებული ხორცი (შაშხი, ძეხვი და სხვა)

- ტროპიკული და კენკროვანი ხილი

- თევზეული და ზღვის პროდუქტები

- თხილეული, კაკალი

- ცხარე საკვები, კონსერვანტები

სადღესასწაულო დღეებში ჰისტამინის მაღალი შემცველობის მქონე საკვებისა და სასმელის ჭარბი რაოდენობით მიღება, ხშირ შემთხვევაში, ახდენს ურტიკარიის პროვოცირებას ან გამოველენას.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრიალერგიულიურტიკარიაჭინჭრის ციება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026