Logo

რა უნდა ვიცოდეთ პანიკური შეტევის შესახებ? - ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი

რა უნდა ვიცოდეთ პანიკური შეტევის შესახებ? - ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი

04/16/2026

ტექსტის ზომა

გული იწყებს სწრაფად ცემას, სუნთქვა გიჭირთ. გგონიათ, რომ რაღაც საშინელება ხდება, ან შესაძლოა ჩნდება შეგრძნება, თითქოს კვდებით. ამ სიმპტომების შემდეგ მიდიხართ ექიმებთან და გეუბნებიან, რომ თქვენი გული არის სრულიად ჯანმრთელი.
ეს პანიკური შეტევაა. ექიმები შეგვახსენებენ, რომ რომ პანიკური შეტევა ძალიან მძაფრი და შემაშინებელია, თუმცა ის სიცოცხლისთვის სრულიად უსაფრთხოა.

პანიკური შეტევა

რა არის პანიკური შეტევა და რას უკავშირდება მდგომარეობა, რომელიც ასიათასობით ადამიანს ყოველდღიურად ურთულებს ცხოვრების ხარისხს?
ამ საკითხზე ისაუბრა ფსიქიატრმა გიორგი ჭეიშვილმა სოფო ჯაფარიძის პოდკასტში "მედგიდი".

„პანიკური შეტევის დროს არის წვა, ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან, გულისცემის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება. ძალიან ჰგავს სტენოკარდიული შეტევის სიმპტომებს, ძალიან.

ამიტომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ინფარქტი აქვთ.მათ შორის ექიმებსაც . გამოცდილი ექიმიც შეიძლება დაიბნეს და საკუთარი შფოთვა სტენოკარდიულ შეტევაში აერიოს.
სასურველია ადამიანმა გადახედოს თავის კვებას, მოიწესრიგოს ძილის გრაფიკი, მოერიდოს სტიმულანტებს, როგორიცაა კოფეინი და გაზიანი სასმელები, ივარჯიშოს ფიზიკურად,“ - გვირჩევს ფსიქიატრი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიორგი ჭეიშვილიმედგიდიპანიკური შეტევაფსიქიატრი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026