კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რეჟისორმა რეზო გიგინეიშილი "კავეაზე" მიშა მესხთან - "მსახიობი მსახიობთან" - ისტორია მოჰყვა, თუ როგორ ნახა ამერიკაში, წვეულებაზე, ფავორიტი რეჟისორი - ფრენსის ფორდ კოპოლა და რა უთხრა მას.

რეზო გიგინეიშვილი: ამერიკაში ფესტივალზე წავედით მე და ირაკლი კვირიკაძე. ამერიკელები ირჩევენ 20 ფილმს, რომელსაც მოვლილი აქვს ფესტივალები. იმართება ფილმებს ჩვენება. წაღებული გვაქვს ჩემი ფილმი "მძევლები".


მიდის ფოტოების გადაღება და რა ხდება; იქ არიან - ფრენსის ფორდ კოპოლა, ნატალი პორტმანი, გარი ოლდმანი, იტან ჰოუკი. მე დაღლილი ვარ, ვჭამ კვერცხს. ირალი - წამო, წამოო, მეძახის გადასაღებად. შევდივართ და ფოტოგრაფი აცხადებს - მადლობა ყველასო და დაასრულა გადაღება. ირაკლი დღემდე არ მპატიობს ამას.
მერე ოსკარების წვეულებაზე შევედით. მე იქ მყავს ერთი ღმერთი - ფრენსის ფორდ კოპოლა. სამი საათი ველაპარაკები კოპოლას მენეჯერს, რომ "ნათლიმამა" და მე და.... შემოვიდა კოპლა და ეს მენეჯერი გვაცნობს ერთმანეთს. მიყურებს, მიღიმის ფრენსისი და მე გათიშული ვუყურებ. ეს ქალი ხელს მკრავს - ჰა, რამე უთხარიაო და მე ხელზე ვკოცნი, ნათლილიმამა, მომეცით ხელი-მეთქი. სიცილი დაიწყო. სურათიც არ გადამიღია...

12/09/2025