
10/11/2026
კონდიტერი ვაჟა წულუკიძე სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს ავრცელებს, რომელიც მათ მხიარულ თავგადასავალს აღწერს.
დედა-შვილი საბაგირო გონდოლით მგზავრობს. სიმაღლით შეშინებული ქალბატონი ემოციებს ვერ მალავს, თუმცა საკუთარ შიშზე თავადაც გულიანად იცინის.
სიტუაციას კიდევ უფრო სახალისოს ხდის ვაჟა, რომელიც დედის კითხვაზე - „ვაიმე, ვაჟა, ბევრი დაგვრჩა?“ - ხუმრობით პასუხობს, რომ წინ კიდევ საათ-ნახევრიანი მგზავრობა აქვთ.
დედა-შვილის გულწრფელმა ემოციებმა და იუმორით სავსე დიალოგმა სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
"რომ ვიძახი გიჟი გურული მყავს დედა-მეთქი ამას ვგულისხმობ ხოლმე," - წერს კონდიტერი.
გააზიარე სტატია