Logo

საზოგადოება

"რაის მიმალვა? ვუთხარი, შენ საბერძნეთში წადი, მოშორდი და ამ სიტუაციას მე მივხედავ-მეთქი" - ალექსანდრე გაბაშვილი შვილის გამამართლებელი ვერსიით

"რაის მიმალვა? ვუთხარი, შენ საბერძნეთში წადი, მოშორდი და ამ სიტუაციას მე მივხედავ-მეთქი" - ალექსანდრე გაბაშვილი შვილის გამამართლებელი ვერსიით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გიგა ავალიანის მკვლელობის გამოძიება რომ ხელახალი დაწყებულია, საზოგადოება ამის შესახებ უკვე ინფორმიერებულია. ამის გამო მოკლულის დედა, ეკა კუპატაძეს მადლობას უხდის ადამიანებს, ვინც ამ მძიმე დღეებში მის გვერდით დგას.

17 წლის მოზარდი არ აღიარებს, რომ გიგა ავალიანს განზრახ მიაყენა ისეთი მძიმე დაზიანება, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა. ოჯახის მტკიცებით, მას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. რამდენიმე დღის წინ ოჯახს პროკურატურიდან აცნობეს, რომ მოზარდისთვის ბრალის დამძიმებას აპირებენ.

ეკა კუპატაძე: უტიფარი ალექსანდრე გაბაშვილი ჟურნალისტს სიტყვას უსწორებს, ეს თავდასხმა კი არაა, ამას ცემა ერქვა ჩვენს დროსო!
და მის ქუჩურ ენაზე რომ ვისაუბროთ, არასწორი ხელი აწია გიგაზე მისმა გარეწარმა შვილმა, იცის ამას არც ციხეში აპატიებენ. ამიტომაც გამოძვრა ახლა და იბრძვის 126-ე მუხლისთვის, ცდილობს მხოლოდ ჯარიმით დააღწიოს თავი აქედან.

შეიგნე რეგვენო, გიგას სიცოცხლე ჩემია, მე არ ვყიდი და სხვას ნუ ევაჭრები!!!

***

ალექსანდრე გაბაშვილი "რადიო თავისუფლებას" დაუკავშირდა და მისი ვერსიის მოსმენა ითხოვა. მომხდარის სიმძიმის მიუხედავად, ბრალდებულის მამას მიაჩნია, რომ მისი შვილი არ შეიძლება დაისაჯოს იმისთვის, რაც არ ჩაუდენია.

ალექსანდრე გაბაშვილი: ჩემმა შვილმა მომიყვა, რომ ნიას "ეჩალიჩებოდა" მასწავლებელი, მივედით სანახავად, არც მინდოდა ჩხუბი, არ ვიცი, რატომ, მაგრამ დავარტყიო. სადღაც ორი კვირის მერე გავიგეთ, რომ საავადმყოფოშია. ეს ყველაფერი იმის შემდეგ გაიგო, რაც ნია დაკითვაზე დაიბარეს. 16 ოქტომბერს გავიგეთ ეს ამბავი და 17-ში პოლიციაში დაგვიბარეს. ჩვენი პირველი რეაქცია იყო, როგორ არის ის ბავშვი. ეგრევე ნაცნობები მოვიძიე საავადმყოფოდან. როგორ არის, რა ჭირს-მეთქი. პირველ რიგში გიგას მდგომარეობაზე ვდარდობდით.

- თუმცა თქვენი შვილი იმ დროს საბერძნეთში მიემგზავრება და თქვენ ეს იცით.

- მე მესმის, რა დასკვნებს აკეთებთ ამაზე.

- სამართლებრივად მიმალვის ცდელობად ფასდება.

- დამთხვევად ვერ აღიქვამთ? ჩვენი ოჯახი საბერძნეთში დადის სულ. ჩემი და ცხოვროს იქ. ჩემი უფროსი შვილი ზუსტად საბერძნეთში იყო მაგ მომენტში. რაც მოხდა ვიცოდი, ხელთ მქონდა ბილეთი და როგორც მშობელი, ერთი წამით არ დავფიქრებულვარ. ვუთხარი, მოდი, შენ წადი, მოშორდი და ამ სიტუაციას მე მივხედავ-მეთქი. რაის მიმალვაა? პირველად გვესმის გაპარული და ძებნაში მყოფი ყურებით რომ ჩამოყავთ?

- რა უნდა მოგეგვარებინათ?

- იმ ოჯახის დახმარება. ჩემი ერთადერთი დარდი იყო, რითი დავეხმარო იმ ოჯახს.

- თქვენი შვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე არ გიფიქრიათ?

- სიმართლე გითხრათ არა. მომიყვა, ერთხელ დავარტყი მუშტიო.

ინტერვიუ ვრცლად

ავტორი: ზმნა

01/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024