
09/29/2026
12 წლის წინ დაკარგული ბიჭის, გურამ დადიანიძის საქმის ხელახალი გამოძიება გრძელდება. იკითხებიან მოწმეები, საქმის დეტალებს ყურადღებით სწავლობს ბიჭის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე...
საქმის განხილვაში კვლავ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოება. თუმცა 12 წლის წინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენა, ზუსტი თანმიმდევრობის გახსენება და გურამ დადიანიძის მაშინდელი მარშრუტის სრულად აღდგენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
შვილის შესახებ ნებისმიერი ახალი ინფორმაციის გაგებას განსაკუთრებული მოლოდინით ელოდება დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი.
დედა საზოგადოებისგან კვლავ დახმარებას ელოდება და საკუთარი ტკივილის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში საუბრობს.
"უფალო, გევედრები გზა მიჩვენე, ძალიან ვიტანჯები, სული მეწვის. დამიბრუნეთ ჩემი შვილი ხალხი არ ხართ, გული არ გაქვთ?
სიცოცხლეს თუ აზრი აქვს შენ ხარ ჩემი აზრი გური. არ ვიცი ეს 12 წელი რამ გამაძლებინა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქციეს. ცოცხლად დამმარხეს და გამანადგურეს. მიყვარხარ გური, ძალიან მიყვარხარ და მენატრები.
რამ გაგიქვავათ გული რამ, დამიბრუნეთ ჩემი ერთადერთი," - წერს დაკარგული ბიჭის დედა.
გააზიარე სტატია