Logo

რამდენ ხანს შეიძლება საცივის შენახვა? - ირაკლი არაბული გვირჩევს

რამდენ ხანს შეიძლება საცივის შენახვა? - ირაკლი არაბული გვირჩევს

12/25/2025

ტექსტის ზომა

მრავალფეროვან კერძებს, რომლებსაც დიასახლისები სადღესასწაულოდ ამზადებენ, ხშირად მაცივრიდან გამოღების შემდეგ ისევ მაცივარში ვაბრუნებთ და რამდენიმე დღის განმავლობაში მივირთმევთ.


იცით, რომელი პროდუქტების შენახვა შეიძლება დიდხანს და რომელი კერძები შეიცავენ საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის?
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ამბობს, რომ ქართლი ახალი წლის განუყრელი ატრიბუტი - საცივი, მაგიდაზე რამდენიმე საათით გაჩერების შემდეგ უსაფრთხო აღარ არის.

საცივი


"როდესაც საცივს სუფრაზე მოვათავსებთ, 2 საათის განმავლობაში შეგვიძლია, სუფრაზე დავტოვოთ. შემდეგ კი მაცივარში შევინახოთ.

თუ 4 საათის განმავლობაშია სუფრაზე, შეგვიძლია, მივირთვათ. მაცივარში შენახვა აღარ შეიძლება.

თუ სუფრაზე 6 საათის განმავლობაშია გაჩერებული, არც საცივის და არც სხვა კერძების მირთმევა უკვე აღარ შეიძლება.

2 საათის შემდეგ ბაქტერიები ოთახის ტემპერატურაზე გამრავლებას იწყებენ. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, უფრო მარტივად ხდება მათი გამრავლება. ამიტომ, 2 საათია ის ზღვარი, რა დროშიც ბაქტერიები არ მრავლდებიან.

ბაქტერიების გარკვეული რაოდენობაა საჭირო, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში გახდეს. რაც უფრო მეტი დრო გადის, რაოდენობაში მით მეტად იზრდება. შესაბამისად, დიდი რაოდენობით ბაქტერიები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა," - ამბობს ირაკლი არაბული.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ახალი წელისაცივიუსაფრთხოირაკლი არაბული
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026