Logo

სასარგებლო რჩევები

რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება დღის განმავლობაში? - ნატა გაგუას განმარტება

რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება დღის განმავლობაში? - ნატა გაგუას განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


ადამიანების დიდი ნაწილი, ყავას დღეში რამდენჯერმე მიირთმევს. ექიმები ზოგჯერ ამბობენ, რომ ყავის რაოდენობა მკაცრად უნდა განსაზღვროს და კოფეინის შემცველი ამ სასმლის გადამეტებულ მიღებას, ჯანმრთელობის პრობლემების შექმნა შეუძლია.
რამდენი ფინჯანი ყავის დალევას უწევენ რეკომენდაციას ექიმები და რა უნდა გაითვალისწინონ ყავის მოყვარულებმა?
ამ კითხვებით zmna.ge ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას დაუკავშირდა.

ნატა გაგუა:

თუ ადამიანი ჯანმრთელია და არ აქვს გულის პრობლემები, 4 ფინჯნამდე ყავა დღეში დასაშვებია.

ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ყავა ზოგჯერ ტკბილია, ან ნაღები აქვს, ან დესერტთან ერთად მიირთმევენ. ეს სხვა შემთხვევაა. საუბარია მხოლოდ ყავაზე.

ყავა

ყავა ფაქტობრივად 0 კალორიაა და მისი სწორად მიღება, ჯანმრთელ ადამიანებში არ არის პრობლემა.

ორსულებში, მეძუძურებში, გული დაავადების მქონე ადამიანებში ეს რაოდენობა შეზღუდულია. თუმცა 1-2 ფინჯანი ადამიანს (თუ მაღალი წნევის მატარებელი არ არის) თავისუფლად შეუძლია მიირთვას დღის განმავლობაში.

ავტორი: ზმნა

02/09/2026