Logo

საზოგადოება

"რამდენი წელი ვიცხოვრე ამ დაუსრულებელ სირცხვილის განცდაში" - ეკა დემეტრაძე თავის პრობლემაზე

"რამდენი წელი ვიცხოვრე ამ დაუსრულებელ სირცხვილის განცდაში" - ეკა დემეტრაძე თავის პრობლემაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ტვინი გეუბნება, რომ დახმარება სჭირდება, შენ რას აკეთებ?" - ეკა დემეტრაძე "ინერის" სთორითელინგში - "შენ არ ხარ მარტო", თავის პანიკურ შეტევებზე, შიშებზე და გამოსავალზე ჰყვება. მსახიობი თავის ფსიქოთერაპევტს ემადლიერება და გამოცდილებას გვიზიარებს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ როცა მსგავსი შიშები გაქვთ, სპეციალისტს აუცილებლად უნდა მიმართოთ.

ეკა დემეტრაძე: რამდენი წელი ვიცხოვრე ამ დაუსრულებელ ჯაჭვში, შიშში და იმ რაღაცნაირ სირცხვილის განცდაში... ეს რომ დაიწყებოდა, ველოდებოდი ამ მდგომარეობას, რომ გასულიყო და არ ვყვებოდი ამ შიშზე იმიტომ, რომ საკმაოდ საშიში რამეა პანიკური შეტევა. გგონია, რომ ახლა მორჩება... ალბათ, არ მქონდა ინფორმაცია, რომ ეს ისეთი რამეა, რაც ბევრს სჭირს და შეიძლება რომ ეს აღარ დაგემართოს. თურმე, რა მარტივია. გჭირდება ერთი პროფესიონალი ადამიანი, რომელმაც ისწავლა, ეს როგორ ხდება, შეუძლია რომ ეს გაგიზიაროს, რაღაც წაიკითხო და უცებ, ამბავმა, რომელიც წლების განმავლობაში გტანჯავდა, გაიაროს.

რომ იცი, რომ ეს ეპიზოდები გაქვს, იმდენად მძიმეა და ისე განსაზღვრავს მთელ შენ დანარჩენ ცხოვრებას, რთულია. ეს ჩემი ცხოვრებიდან ისე მარტივად მორჩა, რომ მანდ მივხვდი პირველად რამხელა ძალა აქვს ფსიქოთერაპიას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, როგორც დედის დანაშაულის განცდა შვილის მიმართ, შეცოდების განცდაც კი, როცა ვიღაცას იმის გამო ეცოდები, რომ მარტო ზრდი შვილს. მერე ამაზე ბრაზდები. განცდა გიჩნდება, რომ საშინელება ჩაიდინე. ჩემ თავს ვკითხე, ეკა შეგიძლია ისე უპირობოდ, როგორც შვილი გიყვარს, თავიც შეიყვარო? ბევრი ვიტირე, ემოციური იყო. და მივხვდი, რომ საერთოდ არ მიყვარს ჩემი თავი.

ეკა დემეტრაძე

საერთოდ არ არის საჭირო იმის თამაში, რომ ვარ ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი. გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ მარტო მას არ სჭირს, რაც სჭირს. ყველას სჭირს. ყველა გავდივართ მსგავს რამეს. შეიძლება სხვადასხვა ისტორია გვქონდეს, მაგრამ ერთი და იგივე ტკივილს გავდივართ და ერთი და იგივე რაღაცაში ვცხოვრობთ.

ადამიანებმა უნდა გავიხსენოთ, როგორია ერთმანეთისთვის თვალებში ყურება, შეხება, ჩახუტება... ერთად ცეკვა, გართობა... აღარ ვეხებით ერთმანეთს. თერაპიულია შენი ამბების მოყოლა, რომელიც მტკივნეულია. მაგრამ გახსენდება შენი თავი და თავიდან გიყვარდება...

ვიდეო

ავტორი: ზმნა

04/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024